საქართველოს მესამე პრეზიდენტის შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას პარლამენტის ვიცე-სპიკერი ეხმიანება და აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ერთადერთი მიზანი მართლმსაჯულებისგან თავის დაღწევაა.
„სპეკულაციები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჯანმრთელობას ექიმებმა და ჯანდაცვის პროფესიონალებმა უნდა მიხედონ, სამწუხაროდ, საპირისპირო ხდება. ძირითადად, სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხზე მსჯელობით მისი მხრიდან პოლიტიკოსები და ადვოკატები არიან დაკავებულები და საზოგადოებას სრულ ინფორმაციას არ ეუბნებიან.
ჩვენი ინტერესი არ არის, მის ჯანმრთელობის საკითხებში ჩავერიოთ, ამაზე შესაბამისი სამსახურები იზრუნებენ.
სააკაშვილს ერთადერთი მიზანი აქვს, როგორმე თავი დააღწიოს მართლმსაჯულებას, რომელიც კანონის სრული დაცვით ხორციელდება“, – განაცხადა თალაკვაძემ.
„მეეჭვება მას ეს დაეწერა“ – ადვოკატი სააკაშვილის ფეისბუკ პოსტზე
