LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არასდროს არცერთი ჩემი ადვოკატისთვის არ მითქვამს, რომ ეჭვი მაქვს მოწამვლაზე – „ვივამედის“ ექიმები მცდელობას არ აკლებენ: მიხეილ სააკაშვილი

99
მიხეილ სააკაშვილი

„მინდა განვაცხადო, რომ არასდროს არცერთი ჩემი ადვოკატისთვის არ მითქვამს, რომ ეჭვი მაქვს მოწამვლაზე. სპეკულაციები ამ თემაზე უადგილოა“, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, ბოლო 2 თვის განმავლობაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა განსაკუთრებით დამძიმდა, მაგრამ კლინიკა „ვივამედის“ ექიმები „მცდელობას არ აკლებენ“.

„დიდი მადლობა მინდა ვუთხრა სამედიცინო საზოგადოებას მხარდაჭერისთვის. ძალიან ვაფასებ მათ პროფესიულ თანადგომას. ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა მართლაც უარესდება და განსაკუთრებით დამძიმდა ამ ბოლო ორ თვეში. „ვივამედის“ ექიმები მცდელობას არ აკლებენ. მნიშვნელოვანია, მივენდოთ სპეციალისტებს და ამ საკითხის ზედმეტი პოლიტიზება არ არის საჭირო.

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას“, – წერს სააკაშვილი.

 

მინდა განვაცხადო, რომ არასდროს არცერთი ჩემი ადვოკატისთვის არ მითქვამს, რომ ეჭვი მაქვს მოწამვლაზე. სპეკულაციები ამ თემაზე…

Posted by Mikheil Saakashvili on Sunday, November 20, 2022

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები