LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკოლოზ სააკაშვილი მესამე პრეზიდენტზე – „შეიძლება დილით გავიღვიძო და მივიღო ინფორმაცია, რომ რაღაც დაემართა“

78
nikoloz

მესამე პრეზიდენტის მამას სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს კვლევების არ სჯერა. ნიკოლოზ სააკაშვილს არ აქვს იმედი, რომ მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო კვლევებთან დაკავშირებით ექსპერტები ობიექტურ დასკვნას დადებენ.

ამასთან, მიხეილ სააკაშვილის მამა მედიკოსებს მოუწოდებს, „შეასრულონ ჰიპოკრატეს ფიცი და დიქტატს არ დაემორჩილონ“.

„ექსპერტიზა ვის მორჩილებაშია? არის იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში, არის სახელმწიფოს დაქვემდებარებაში.

როგორ ფიქრობთ თქვენ ახლა, იქ დაქირავებული ექსპერტები, როგორ დასკვნას დაუწერენ?

მინდა, რომ ყველამ გამოიჩინოს აბსოლუტური ვაჟკაცური დამოკიდებულება, ყველამ გაიხსენოს ჰიპოკრატეს ფიცი, რომელიც დადეს სამედიცინო ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ. მე მოვუწოდებ, კი, ბატონო, შევიდნენ, ვის აქვს უფლება, რომ აუკრძალონ შესვლა, მაგრამ რეალურად შეაფასონ და არ დაექვემდებარონ იმ დიქტატს, რომელიც არსებობს მის ზევიდან, მათზეა დაკიდებული. იუსტიციის მინისტრი სულ იმას იძახის და ამ დღეებშიც ლაპარაკობდა, რომ ყველაფერი კარგადაა, ყველაფერს ვაკონტროლებ. რას აკონტროლებს, კაცი კვდება, კაცი ხელიდან მიდის.

შეიძლება დილით გავიღვიძო და მივიღო ინფორმაცია, რომ რაღაც დაემართა.. ღმერთმა არ ქნას.. მისი სიმპტომები იყო ტრემორი (ტანის ან მისი ცალკეული ნაწილების კანკალი), ოფლიანობა, ზოგადი სისუსტე, ძილიანობა, მეტყველების დარღვევა, მეხსიერების ჩავარდნა, გადაადგილების შეზღუდვა.

ეს ყველაფერი ჯდება მძიმე მეტალებით მოწამვლის ნუსხაში. მაშინ ვიფიქრე, მაგრამ მერე ვერც კი წარმოვიდგინე, რომ შეიძლება საქართველოში ქართველმა კაცმა ქართველი კაცი მოწამლოს, – ამბობს ნიკოლოზ სააკაშვილი „ტვ პირველთან“ საუბარში.

 

magti 5g