„არ ვიცი, მეეჭვება მას ეს დაეწერა“, – ამის შესახებ „ფორტუნას“ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განუცხადა, რითაც დღეს, 21 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფეისბუკ პოსტს გამოეხმაურა.
როგორც ხაჭაპურიძემ „ფორტუნას“ განუცხადა, მას აღნიშნული ეჭვის საფუძველს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უჩენს.
კითხვაზე, მესამე პრეზიდენტთან მის შესაძლო მოწამვლაზე უსაუბრია თუ არა, ადვოკატი ასე პასუხობს:
„მე მასთან პირადად, არასდროს არ მქონია საუბარი მოწამვლასთან დაკავშირებით. ახლა შევდივარ მასთან და გავარკვევ“, – განუცხადა ადვოკატმა „ფორტუნას“.
შეგახსენებთ, დღეს მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში მიმართვა გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნავს, რომ არასდროს, არცერთი მისი ადვოკატისთვის არ უთქვამს, რომ მოწამვლაზე ეჭვი აქვს.
იხილეთ ვრცლად: