LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თალაკვაძემ და ზალკანიანმა, ამერიკელებთან ერთად, რწმენის განმტკიცებისთვის ილოცეს

121
BeFunky-collage (62)

ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ქართული დელეგაცია “ლოცვის შემდეგ საუზმეს” დაესწრო. ეს არის ამერიკის ეროვნული დღესასწაული, სადაც სხვადასხვა რელიგიისა და აღმსარებლობის ადამიანები ერთად იკრიბებიან და ერთად ლოცულობენ რწმენის განმტკიცებისათვის. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და საგარეო საქმეთა მინისტრიც მონაწილეობდნენ პარტნიორი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ცერემონიალში, სადაც სტუმრებს აშშ-ს პრეზიდენტმა  დონალდ ტრამპმა სიტყვით მიმართა. ემოციებისა და შთაბეჭდილებების შესახებ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაწერა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა. დავით ზალკანიანი წერს, რომ ეს არის უნიკალური შესაძლებლობა სხვადასხვა პროფესიის ადამიანებთან შესახვედრად.

“ლოცვის შემდგომ საუზმე”: აშშ-ში “საქმის გასარჩევად” არჩილ თალაკვაძეს აგზავნიან

 

“მოხარული ვარ, რომ ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში, საშუალება მომეცა პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად დავსწრებოდი ეროვნული ლოცვის დღესთან დაკავშირებულ საუზმეს, რომლის მონაწილეებსაც მიმართა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა. ეს არის მართლაც უნიკალური დღესასწაული, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა რელიგიისა და აღმსარებლობის ადამიანს მათი რწმენის განმტკიცებისთვის. ეს არის ასევე უნიკალური შესაძლებლობა შეხვდე სხვადასხვა პროფესიის ადამიანს. მქონდა საშუალება გავსაუბრებოდი ამერიკის კონგრესის წევრებს, ქართველ სამხედროს, რომელიც პროფესიულ ცოდნას შეერთებულ შტატებში იმაღლებს. მადლობა აშშ-ს სახელმწიფო ელჩ ბრაუნბენკს ღონისძიებაზე მოწვევისთვის”, – წერს საკუთარ გვერდზე ზალკანიანი.

“ამ საქმეში გვინდა ქართველების გვერდით ვიდგეთ”: ზალკანიანის ვიზიტი აშშ-ში და შეხვედრა “კრიტიკული წერილების” ავტორებთან

 

შეგახსენებთ, რომ ქართული დელეგაცია აშშ-ში 5 თებერვალს გაემგზავრა “რეალობას აცდენილი” შინაარსის ე.წ. კრიტიკული წერილების საქმის გასარკვევად. პირველი დავით ზალკანიანი იყო, ვინც შეხვდა იმ სენატორებს და კონგრესმენებს, ვინც საქართველოს მთავრობას აღნიშნული წერილები გამოუგზავნეს. ქართველ დელეგაციას გუშინ შეუერთდა არჩილ თალაკვაძე, რომელმაც გამგზავრებამდე დალოცვა მსოფლიო პატრიარქიისგან მიიღო.

არჩილ თალაკვაძემ აშშ ვიზიტამდე მსოფლიო პატრიარქისგან დალოცვა მიიღო (ფოტო)

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g