LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამარ ჩიგოგიძე: „რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ 25 წელია, ინარჩუნებს წამყვან პოზიციებს რადიოინდუსტრიაში!..“

269
თამარ-ჩიგოგიძე

2022 წლის 31 დეკემბერს საქართველოში ყველაზე პოპულარულ რადიოჰოლდინგს „ფორტუნა“ დაარსებიდან 25 წელი შეუსრულდა. სწორედ 25 წლის წინ, 31 დეკემბერს, რადიო „ფორტუნას“FM ტალღაზე პირველი მელოდიები გაისმა…

25 წლის შემდეგ, კომპანია წარმატებებით, საინტერესო გამოცდილებებითა და უფრო მეტი სიახლის მოლოდინით ხვდება ახალ 2023 წელს.

რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ გენერალური დირექტორი, თამარ ჩიგოგიძე ჩვენს კითხვებს პასუხობს.

ქალბატონო თამუნა, როგორი იყო 2022 წელი რადიოჰოლდინგ „ფორტუნასთვის“ და როგორ ხვდება 2023 წელს?

„ფორტუნა ჰოლდინგი“ 2023 წელს საზეიმო ვითარებაში ხვდება, რადგან მოგეხსენებათ, ჩვენი ფლაგმანი რადიოსადგური „ფორტუნა“ 25 წლის გახდა, „ავტორადიო“ კი – 15 წლის. დამეთანხმებით, მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ჰოლდინგისთვის.

ამ დღეს ტრადიციულად აღვნიშნავთ ჩვენს ერთგულ  პარტნიორებსა და მეგობრებთან ერთად.

წლის ბოლოს კომპანია ისევ დაჯილდოვდა, როგორც ლიდერი – რას გვეტყვით ამ ჯილდოს შესახებ?

ძალიან გვაბედნიერებს ის ამბავი, რომ რადიოჰოლდინგი „ფორტუნა” თავისი რადიოსადგურებით („ფორტუნა”, „ფორტუნა პლუსი”, „ავტორადიო” და „არ დაიდარდო”) უკვე 25 წელია, ინარჩუნებს წამყვან პოზიციებს რადიოინდუსტრიაში. ეს განპირობებულია იმით, რომ ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ ჩვენს რადიომსმენელზე, ვთავაზობთ სიახლეებს და მივისწრაფვით წინსვლისა და განვითარებისკენ. ჩვენი ჰოლდინგის არსებობის განმავლობაში, ყველა აკრედიტებული კვლევითი ცენტრების თანახმად, ოთხივე რადიოსადგური პირველ ოთხ პოზიციას ინაწილებს.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ჩემს გუნდს ამ წარმატებისთვის, ხოლო ჩვენს ერთგულ პარტნიორებს და მსმენელს ნდობისთვის, მხარდაჭერისა და სიყვარულისთვის.

როგორია 2023 წლისთვის რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ გეგმები?

სიახლე, რა თქმა უნდა, ბევრია, მაგრამ ერთს გამოვარჩევ – 2022 წელს შევქმენით სრულიად ახალი ხმის ჩამწერი სტუდია fortuna records, რომელიც ყველა საერთაშორისო სტანდარტს აკმაყოფილებს. „ფორტუნა რეკორდსი“ თანამშრომლობას  აგრძელებს გიორგი დათიაშვილთან, უნიჭიერს ხმის რეჟისორთან და შემსრულებელთან. მასთან ერთად საზოგადოებისთვის საინტერესო პროექტებს შემოგთავაზებთ. ერთ-ერთი მათგანია „ქართული ტალღა“, რომლის მთავარი მიზანი ახალბედა უცნობი  მომღერლების აღმოჩენა და მათი მუსიკალური კარიერის ხელშეწყობა იქნება.

დაბოლოს, ჩვენი პლატფორმის საშუალებით სრულიად საქართველოს მოსახლეობას ვულოცავ ახალ წელს! მშვიდობის, ბედნიერებისა და წარმატებების მომტანი ყოფილიყოს 2023 წელი ყველა ჩვენგანისთვის!..

ინტერვიუ: ნინო მურღულია

ნომინაცია „ლიდერის“ გამარჯვებული მედია ჰოლდინგი „ფორტუნა“ გახდა

“ფორტუნა უკვე რამდენიმე წელია ოქროს ტოპათეულში გამარჯვებულია” – რადიო ჰოლდინგი „წლის ლიდერი“ გახდა

თამარ ჩიგოგიძე: „ინტერნეტის პოპულარობის მიუხედავად, რადიო რჩება სანდო და ფართო მოხმარების მედიასაშუალებად…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები