LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამარ ჟამურაშვილი: „აუცრელებს 17-ჯერ უფრო ხშირად უვითარდებათ კოვიდის შედარებით მძიმე ფორმა და სჭირდებათ ჰოსპიტალიზაცია ვიდრე აცრილებს!”

82
tamarjamurashvili-2021-04-22-08-42-20-531119

გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი, თამარ ჟამურაშვილი აცხადებს, რომ 18 წელზე უფროს პოპულაციაში აუცრელებს საშუალოდ 17-ჯერ უფრო ხშირად დასჭირდათ ჰოსპიტალიზაცია, ვიდრე აცრილებს.

ამ ფაქტთან დაკავშირებით ჟამურაშვილი კვლევას აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ ახალგაზრდებს ისევე როგორც ასაკოვნებს სჭირდებათ ვაქცინაცია.

„აუცრელებს 17-ჯერ უფრო ხშირად უვითარდებათ კოვიდის შედარებით მძიმე ფორმა და სჭირდებათ ჰოსპიტალიზაცია ვიდრე აცრილებს!

29.08.-ში დაიდო ახალი კვლევის preprint-ვერსია.

მონაწილეობა მიიღო ამერიკის 250-ზე მეტმა კლინიკამ, გამოკვლეულ იქნენ 37 000-ზე მეტი 18-ზე უფროსი ასაკის კოვიდპაციენტები.

კვლევა ჩატარდა 01.01-დან 30.06.21-მდე და ეს ნიშნავს რომ დელტა შტამის მონაცემებიც მოიცვა.

დასკვნა: 18 წელზე უფროს პოპულაციაში აუცრელებს საშუალოდ 17-ჯერ უფრო ხშირად დასჭირდათ ჰოსპიტალიზაცია ვიდრე აცრილებს, ანუ 17-ჯერ უფრო ხშირი იყო მძიმე ფორმის კოვიდი აუცრელებში ვიდრე აცრილებში!

დავყოთ ასაკობრივ ჯგუფებად, რადგან ბოლო დღეებში სრულიად ერი ლაპარაკობს ისრაელის ერთ-ერთ კვლევაზე, რომელმაც 50 წ-ზე ახალგაზრდა ხალხში აცრილებსა და აუცრელებს შორის დიდი სხვაობა ვერ ნახა.

18-49 წწ. >>23-ჯერ მაღალი ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობა აუცრელებში

50-64 წწ.>> 22-ჯერ მაღალი ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობა აუცრელებში

> 65წ >> 13-ჯერ მაღალი ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობა აუცრელებში

ჩემი კომენტარი: ახალგაზრდებს ისევე როგორც ასაკოვნებს სჭირდებათ ვაქცინაცია!!

შენიშვნა: არ მიმაჩნია სწორად ასეთ ფართო საზოგადოებაში მეცნიერული კვლევების განხილვა, თუმცა აუარება განაწყენებული კომენტარი დაიწერა და ბევრმა იფიქრა ინფორმაციას გვიმალავენო… პრობლემა ის არის, რომ ბევრი ურთიერთ გამომრიცხავი კვლევები დაიდება, სანამ საბოლოოდ გაიფილტრება და ჭეშმარიტება დადგინდება. ამის გარჩევა იმ ხალხისთვის, ვინც კვლევებს რეგულარულად არ კითხულობს, შეუძლებელია.

თუმცა არც ის მიმაჩნია სამართლიანად მავანნმა მხოლოდ საკუთარი აზრის დამადასტურებელი მონაცემები მოგაწოდოთ და დაგაჯეროთ სხვები „კეთილშობილურად გატყუებენო“.

ასე რომ, რადგან ერი კვლევებს ითხოვს, რა პრობლემაა, დღეიდან განვიხილოთ ყველა ახალი, ხარისხიანი და მნიშვნელოვანი კვლევა…

პირბადე, დისტანცია, ვაქცინაცია – გვიცავს! ჯანმრთელობა ყველას!“ – წერს ჟამურაშვილი სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები