LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამარ გაბუნია – ბავშვი, როგორც სოლიდური სიმსივნეების, ასევე, ონკოჰემატოლოგიის მქონე დიაგნოზის შემთხვევაში, შეძლებს მიიღოს შესაფერისი დახმარება კლინიკაში, რომელსაც კანონიერი წარმომადგენელი გადაწყვეტს

123
syqw8jciydcfsuc

ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების სამკურნალოდ, უცხოეთის წამყვან კლინიკებში, სახელმწიფო დაფინანსების მიღებასთან დაკავშირებით ისაუბრა.

მისი განმარტებით, პაციენტების განაწილება კლინიკებში მათი ინდივიდუალური საჭიროებების, კლინიკის შესაძლებლობებისა და პაციენტის ოჯახის არჩევანის გათვალისწინებით მოხდება.

“ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების სამკურნალოდ, უცხოეთის წამყვან კლინიკებში, სახელმწიფო დაფინანსების მისაღებად, განცხადებების მიღება დღეს დაიწყო. ეს პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვები მკურნალობას უცხოეთში მიიღებენ, ქვეყანაში ბავშვთა ონკოლოგიის სერვისების განვითარებისთვის ეს კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია, თუმცა ამის პარალელურად, საქართველოში ამ სერვისების ფოკუსირებული განვითარება აუცილებლად მოხდება.

შერჩეული სამედიცინო დაწესებულებები, ბავშვთა ონკოლოგიის მიმართულებით, თურქეთში, ესპანეთსა და ისრაელში საუკეთესო კლინიკებია. საქართველოში საწყისი დიაგნოსტირების შემდგომ, მათ ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ სრული პაკეტი.

პროცესში ჩართულები იქნებიან ბავშვის მშობლები და მკურნალი ექიმები, იმისთვის, რომ გავიგოთ თუ რომელი კლინიკა იქნება ოპტიმალური საზღვარგარეთ მკურნალობის გასაგრძელებლად. ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ რა სერვისი სჭირდება ბავშვს. ვინაიდან, ზოგიერთი კლინიკა გვთავაზობს სპეციალიზებული ქიმიოთერაპიას, პროტონულ თერაპიას, ამდენად ეს ფაქტორებიც იქნება გასათვალისწინებელი“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g