მსახიობი თამარ მაყაშვილი ბათუმის დრამატული თეატრის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, პირველ კომენტარს აკეთებს და მისი სპექტაკლებიდან მოხსნის საკითხს სოციალურ ქსელში მოკლე პოსტით ეხმაურება.
“ჩემო კარგებო! ნუ დავადანაშაულებთ თეატრს გლობალურად! მე დასი გვერდში მიდგას და თავის სათქმელასაც იტყვის!”, – წერს თამარ მაყაშვილი.
ჩემო კარგებო!ნუ დავადანაშაულებთ თეატრს გლობალურად!მე დასი გვერდში მიდგას და თავის სათქმელასც იტყვის!?❤️❤️
Posted by Tamara Makashvili on ოთხშაბათი, 02 ნოემბერი, 2022
შეგახსენებთ, რომ თამარ მაყაშილმა „იმედის“ ეთერში ბეშუმური საბავშვო კაბები საშინელებად მოიხსენია, მის წინააღმდეგ აგორებული საპროტესტო ტალღის შემდეგ კი საჯაროდ მოიხადა ბოდიში, თუმცა ბათუმის დრამატული თეატრის ყველა სპექტაკლიდან მოხსნეს.
მსახიობი თამარ მაყაშვილი „იმედის“ ეთერში გაკეთებული განცხადების გამო, ბოდიშს იხდის
მსახიობი თამარ მაყაშვილი ბათუმის თეატრმა მიმდინარე რეპერტუარიდან მოხსნა
“ჩემი სოლიდარობა თამარ მაყაშვილს! უსამართლობაა რაც ახლა მის წინააღმდეგ ხდება” – ანდრია გველესიანი