LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამარ მაყაშვილი: „ეს იცოდა ყველამ, ჩვენ გავიარეთ საშინელი წლები, ეს იყო ნარკოტიკით გამოწვეული ძალადობა.. პირველი ვეტაკებოდი იმ კაცს, თუნდაც დავეჭერი“

4207
BeFunky-collage (3)

ცოლის მკვლელი კაცები და გულგრილი საზოგადოება – ვინ არის დამნაშავე საზარელ მკვლელობებში – ამ საკითხზე იმსჯელეს  „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „ღამის პრაიმ-თაიმი“ მოწვეულმა სტუმრებმა.

ერთ-ერთი მათგანი იყო, მსახიობი და ტელეწამყვანის, ნინუცა მაყაშვილის დედა, რომელმაც თემაზე საუბრისას მის შვილს გადახმარი ამბავიც გაიხსენა. მოგეხსენებათ, ნინუცამ რამდენიმე თვის წინ, საზოგადოებას ამცნო, რომ მასზე ყოფილი ქმარი, ასევე მსახიობი ბესო ზანგური, თანაცხოვრების დროს სისტემატურად ძალადობდა, მათ შორის მაშინაც, როდესაც ქალი ორსულად იყო. თავად ბესო ზანგური ამ ბრალდებას უარყოფს.

თამარ მაყაშვილი ამბობს, რომ ყოფილი სიძის აგრესიული ქმედებების შესახებ გვიან შეიტყვეს.

“ადამიანი, რომელიც იყო ლაღი და სისოცხლის მოყვარული, აბსოლუტურად შეიცვალა და დაზომბირდა. მინდა გითხრათ, რომ მერე ვიცოდით და ჩვენი მხეიდან რამდენჯერმე მოხდა ჩარევა. წამოვიყვანეთ, მაგრამ ის უკან დაბრუნდა. მე სასტიკი წინააღმდეგი ვიყავი, ძალით წამოვიყვანეთ,მაგრამ ნინუცა დაბრუნდა უკან. ეს იცოდა ყველამ, ჩვენ გავიარეთ საშინელი წლები..

ბესო ზანგურმა ორსულ ნინუცა მაყაშვილს ოჯახის წევრების წინ სცემა

იცით, რაშია საქმე, მოძალადე შეიძლება გამოსწორდეს თუ ის არ ზის, რაღაც საშინელ პრეპარატზე. დიახ, [ჩემს ოჯახში] ნარკოტიკით გამოწვეული ძალადობა იყო.. დაშინების ფაქტორი”, – აღნიშნა ნინუცას დედამ.

თამარ მაყაშვილი: „მე მისთვის პირადადაც მაქვს ნათქვამი და შეგიძლიათ ასე დაწეროთ – ბესო ზანგური არის ნაძირალა!..“

თამარ მაყაშვილმა ბოლო პერიოდში ქალთა მიმართ ჩადენილ დანაშაულებზეც ისაუბრა.

ბოლო ერთი თვის განმავლობაში საქართველოში ერთი ქალი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს.

„პირველი ვეტაკებოდი იმ კაცს, თუნდაც დავეჭერი. აბსოლუტურად არ ვიფიქრებდი მაგაზე, მე არ მეხება, ჩემი საქმე არ არის,ამას ვერ ვხედავ, თვალებს დავხუჭავ, მეზობელი მეზობელს ურტყამს.. ეს ყოველთვის იყო და არის.. აი, ეს მაოგნებს – ჩემი საქმე არ არის“- ამბობს მსახიობი თამარ მაყაშვილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები