ჩვენ ამ თამაშს სიცოცხლის გადარჩენას ვუძღვნით – “ელიტა -დინამო თბილისის” ფანკლუბი იმ ძმებს დაეხმარება, რომლებიც დედის გადასარჩენად ფულს ტაქსაობით აგროვებენ – ამის შესახებ მათ სოციალურ ქსელში დაწერეს.
ფანკლუბის წევრები აცხადებენ, რომ პირველ აგვისტოს ევროპა ლიგის შესარჩევი ტურის მატჩში, სადაც დინამო თბილისი გაბალას დაუპირისპირდება, მე-17 მე-18 სექტორზე გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხა, მთლიანად ძმებს გადაერიცხებათ.
ბიჭებს, რომლებიც ტაქსაობით დედის გადარჩენას ცდილობენ, დურგალი ძმები დაეხმარებიან
“ჩვენ ამ თამაშს სიცოცხლის გადარჩენას ვუძღვნით..!
პირველ აგვისტოს, 21:00 საათზე, დინამო გაბალას უმასპინძლებს. ამ მატჩზე მე-17 და მე-18 სექტორებზე გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება ბიჭების ანგარიშზე.
გაითვალისწინეთ, რომ სალაროებში იყიდება მხოლოდ მე-18 სექტორის ბილეთები. როგორც იცით მე-17 სექტორი ელიტას ეკუთვნის და ჩვენ თავად ვიზრუნებთ თანხის შეგროვებაზე.
საქართველოს ბანკი GEL EUR USD
GE95BG0000000161310779
TBC ბანკი GEL EUR USD
GE28TB7739345064300013
მიმღები: რატი ქართველიშვილი”- წერია სოციალურ ქსელში.
Maiastvis #მაიასთვის #ერთადგადავარჩინოთსიცოცხლე