LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამაზ მეჭიაური “იდენტობის” მიერ ქუთაისში აქციის გამართვას ცინიკურად მიიჩნევს

67

„იდენტობის“ მიერ ქუთაისში აქციის გამართვას თამაზ მეჭიაური „ცინიკურად“ მიიჩნევს, ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

“უბრალოდ ცინიკურია, როცა ქუთაისიდან იწყება ასეთი აქცია – იმ ქალაქიდან, საიდანაც აღმაშენებელმა ქვეყნის გაერთიანება დაიწყო და აქედან ,,გაპიდარასტებას” იწყებენ ზოგიერთები”, – განაცხადა საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ.

დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია “იდენტობა” ქუთაისის პარლამენტის შენობის წინ აქციას გამართავს. არასამთავრობო ორგანიზაცია აპირებს გააპროტესტოს ქორწინების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებასთან დაკავშირებით საჯარო-საორგანიზაციო კომისიის შექმნის საკითხი, რომლის თაობაზეც გადაწყვეტილებას პარლამენტი, სავარაუდოდ, დღეს მიიღებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g