ცესკომ არ დააკმაყოფილა თიანეთის მერობის კანდიდატის, ლელა ქიტესაშვილის საჩივარი იმ ნაწილში, რომელიც მერის არჩევნების შედეგების გაუქმებას და მეორე ტურის დანიშვნას ითხოვდა.
ცესკოს გადაწყვეტილებით, შედეგები მერის არჩევნების ნაწილში უცვლელი დარჩა. შესაბამისად, ძალაში რჩება სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმად თიანეთში თვითმმართველობის არჩევნებში 1 ხმით თამაზ მეჭიაური იმარჯვებს.
ლელა ქიტესაშვილის განცხადებით, ის ბრძოლის გაგრძელებას აპირებს.
„კომისიამ არც მოწმეებს მოუსმინა და არც სადამკვირებლო ორგანიზაციას, რომლებსაც ცალსახად ჰქონდათ ჩამოყალიბებული განსხვავებული აზრი ამ დათვლასთან დაკავშირებით”, – აღნიშნა ქიტესაშვილმა.