LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამაზ მეჭიაური : “ყრილობაზე წავალ თუ არა გზადაგზა გადავწყვეტ”

63

“ყრილობაზე წავალ თუ არა გზადაგზა გადავწყვეტ”, -ასე გამოეხმაურა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაურ ,,ქართული ოცნების“ ყრილობაზე დასწრების საკითხს. როგორც მეჭიუარმა განაცხადა, იგი დღეს ქუთაისიდან თბილისში ჩავა და მოიფიქრებს, მივა თუ არა ყრილობაზე. თუ რაზეა დამოკიდებული მისი ყრილობაზე დასწრება, მეჭიაურს არ დაუკონკრეტებია. მისივე თქმით, მოსაწვევი გუშინ უკვე მიიღო.

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პარტიის ყრილობა დღეს ჩატარდება. ყრილობა სპორტის სასახლეში 16 საათზე დაიწყება. გავრცელებული ინფორმაციით, ყრილობაზე აირჩევა პარტიის თავმჯდომარე და დამტკიცდება პარტიის პოლიტიკური საბჭოს ახალი შემადგენლობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g