LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თამბაქოს კონტროლის ალიანსი“ სამორინეებში მოწევის აკრძალვას მოითხოვს

269

„თამბაქოს კონტროლის ალიანსი“ სამორინეებსა და სიგარ-ბარებში მოწევის აკრძალვას მოითხოვს. განცხადებას „თამბაქოს კონტროლის ალიანსი“ ავრცელებს.

ალიანსი აღნიშნული მოთხოვნით პარლამენტს მიმართავს და კანონში ცვლილების შეტანისკენ მოუწოდებს.

ერთი წლის წინ, როდესაც პარლამენტი თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონს იღებდა, სამწუხაროდ, ჩვენმა ალიანსმა ვერ შეძლო საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებებში მყოფ თამბაქოს ინდუსტრიის ლობისტებს მორეოდა. სწორედ მათი გავლენითა და აქტიურობით, ახალი კანონის იმ მუხლში, რომელიც დახურულ სივრცეში მოწევას კრძალავს, გამონაკლისის სახით სამორინეებში (კაზიონებში) და სიგარბარებში (მხოლოდ სიგარის) მოწევა დაიშვა. დღემდე ვაცხადებდით, რომ ჩვენ არ შევეგუებოდით მსგავს გამონაკლისს, რომელსაც თავიდანვე პროვოკაციული დანიშნულება ჰქონდა,“ – ნათქვამია განცხადებაში.

„თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ ცნობით, ააიპ „საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციამ“ პარლამენტს განცხადებით მიმართა, დაიშვას შესწორება თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის მეათე მუხლში, სადაც „ე“ ქვეპუნქტით მოწევა მხოლოდ სამორინეში შეიძლება. აღნიშნული ასოციაცია კანონის ასეთ დეფინიციას ტექნიკურ შეცდომად მიიჩნევს და მოითხოვს, რომ მოწევა დაიშვას სათამაშო ბიზნესის ნებისმიერი მიმართულებით, არა მხოლოდ სამორინეებში, არამედ ტოტალიზატორებში, აზარტულ კლუბებში და სათამაშო აპარატების სალონში.

წინააღმდეგ შემთხვევაში, თამბაქოს ალიანსი მზად არის ამხილოს თამბაქოს ინდუსტრიის ლობისტები, რომლებიც ამჯერად საკანონმდებლო ხელისუფლებაში აქტიურობენ. მოვითხოვთ სამართალდამცველებმა გამოიკვლიონ კონკრეტულ პარლამენტართა კავშირები თამბაქოს ინდუსტრიასთან, – ნათქვამია ალიანსის განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g