თამრიკო ჭოხონელიძის ვაჟმა, კოკო როინიშვილმა სოციალურ ქსელში თავისი შვილის, მარიამისა და თამრიკო ჭოხონელიძის დუეტის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა. ვიდეოში მუსიკოსი ფორტეპიანოზე უკრავს, პატარა მარიამი კი უკვდავ “Jamaika”-ს ასრულებს.
სოციალურ ქსელში ვიდეოს ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. “ეს ბავშვი მაგიჟებს მე”, “კოკო, ეს ვინ გყავთ, გადავირიე”, “ვაჰ გავგიჟდი საოცარი ვინმეა”, “ყოჩაღ, ნიჭია ბატონო, ნიჭი” – წერენ პოსტის კომენტერებში…