LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამთა ჭელიძე: „ოჯახი არ შემიქმნია, თუმცა მყავს საყვარელი ადამიანი…“

1575
tamta

თამთა ჭელიძე „ღამის პრაიმ ტაიმთან“ საუბრობს სიახლეზე, რომელიც მის პირად ცხოვრებაშია. მომღერალი აღნიშნავს, რომ ამჟამად ჰყავს საყვარელი მამაკაცი, რომელსაც ცხოვრება დაუკავშირა. შეგახსენებთ, რომ მას ქორწინება აკავშირებდა მსახიობ ჯაბა კილაძესთან. წყვილს ერთი ქალიშვილი, ლიზა ჰყავს.

თამთა ჭელიძე: 

„ოფიციალური ოჯახი არა, მაგრამ მყავს საყვარელი ადამიანი.

რაც შეეხება ჯაბას, ჩვენ ოთხი წელი ვიყავით ცოლ-ქმარი, ბავშვის გაჩენის შემდეგ, როცა ლიზა ერთი თვის იყო, გავშორდით ერთმანეთს. ერთადერთი მიზეზი ჩემი მხრიდან იყო ეჭვიანობა, რადგან ძალიან ვეჭვიანობდი. იმ პერიოდში მე უფრო პოპულარული ვიყავი, მაგრამ გოგონები ძალიან აქტიურობდნენ, ჯაბა მაშინ „ჯინსების თაობაში“ თამაშობდა. საშინელი მოთხოვნა იყო ჯაბაზე. რთული ორსულობა მქონდა, შვიდი თვე ვიწექი, მასაც გაუჭირდა, ცოლი წევს, ვერ დგება, პატარა იყო…

ჩემი დეპრესია დიდხანს გაგრძელდა… თავიდანვე არ მივხედე. ახლა კი  გადასარევად ვარ…“

ეთერში ატირებული თამთა ჭელიძე: „ისეთი რამ მოხდა, რომ ვერ ვაპატიებდი…“

თამთა ჭელიძე: “ვინც თვლის რომ გავბანძდით… თუ ბრძოლის სურვილი გაქვთ, ჩაფრინდით უკრაინაში!!! იბრძოლეთ, გაუშვით შვილები მეუღლეები და მამები…”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g