LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამთა მეგრელიშვილი ნინო ლომჯარიას: “ამ ყველაფრის შემდეგ რა გასაკვირია შენივე მკვეთრად გამოხატული ერთპარტიული დამოკიდებულებით ქართველმა ხალხმა თუ „ნაცპარტიული დამცველი შეგარქვა“

915
BeFunky-collage (33)

“ნინო ლომჯარიამ საქართველოში დაანგრია სახალხო დამცველის (ომბუდსმენის) კონსტიტუციური ინსტიტუტი რადგან ის სახალხო დამცველისათვის მინიჭებულ ძლიერ და ფართო მანდატს პირდაპირ „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული ინტერესების შესასრულებლად იყენებს,” – ამის შესახებ საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი სახალხო დამცველის შესახებ წერს.

როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, ლომჯარიას პარტიულ მესიჯებს პირდაპირ ახმოვანებინებენ.

„ნინო ლომჯარიამ საქართველოში დაანგრია სახალხო დამცველის (ომბუდსმენის) კონსტიტუციური ინსტიტუტი რადგან ის სახალხო დამცველისათვის მინიჭებულ ძლიერ და ფართო მანდატს პირდაპირ „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული ინტერესების შესასრულებლად იყენებს.

თავდაპირველად წარმატებით მოირგო ციხიდან მიხეილ სააკაშვილის მიერ გამოგზავნილი წერილების დამტარებლის როლი,

შემდეგ პარტიულ როლში პარტიის წევრივით შეიჭრა, მისივე პოლიტიკურ სულსწრაფობას ვერაფერი მოუხერხა და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით დროებითი ღონისძიების გამოყენების ფარგლებში მესამე მხარედ ჩართვისთვის მიმართა.

სტრასბურგის სასამართლომ სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვის პროცესში მესამე მხარედ ჩართვაზე უარი უთხრა

ცოდნითა თუ უვიცობით

პრეცედენტის დამკვიდრება მოინდომა, მაგრამ სტრასბურგის სასამართლომ მის კვალიფიკაციას ცივი წყალი გადაასხა როცა განუმარტა, რომ მის თხოვნას

[სახალხო დამცველის მესამე მხარედ ჩართვაზე] ვერ მიიღებდნენ რადგან ამას, დამკვიდრებული პროცედურით, მხოლოდ არსებითი განხილვის დროს ითვალისწინებდა სასამართლო.

ზის ახლა და არსებით განხილვამდე იცდის…

მანამდე კი რჩება პარტიულ როლში.

წესით დამაკნინებელია სახალხო დამცველობიდან პარტიულ დამცველად ქცევა…

პარტიულ მესიჯებს პირდაპირ ახმოვანებინებენ

აიძულეს ან დაარწმუნეს პროცედურული დარღვევებით მიემართა სტრასბურგისათვის და მანაც დაიჯერა, რომ იქ სააკაშვილის გამო პრეცედენტს დაუშვებდნენ

პარტიაში გაახსენეს, რომ სახალხო დამცველის უფლებამოსილება უსასრულო არაა და ისიც „ნაციონალურ მოძრაობაში„ სამომავლოდ ერთ ადგილს დასჯერდა

იცის რომ შეუნახავენ

ხოდა ამ ყველაფრის შემდეგ რა გასაკვირია შენივე მკვეთრად გამოხატული ერთპარტიული დამოკიდებულებით ქართველმა ხალხმა თუ „ნაცპარტიული დამცველი შეგარქვა“, -წერს თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g