თამუნა მუსერიძე „ბი-ბი-სიმ“ 2023 წლის წარმატებული ქალების ასეულში დაასახელა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელესახე და ჯგუფის „მე ვეძებ“ დამფუძნებელი წერს. სწორედ ამ პროექტისთვის ხვდა წილად პატივი, რომ ასეულში ძალიან ცნობილი ქალბატონების, მათ შორის, მიშელ ობამას გვერდით აღმოჩენილიყო. შეგახსენებთ, „მე ვეძებ“ არის ჯგუფი, რომლის საშუალებითაც ბავშვობისას საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ გაყიდული და დაკარგული ადამიანები ნათესავებს ეძებენ…
თამუნა მუსერიძე წერს:
„ღმერთო არ მჯერა ახლა ამას რომ ვწერ !!!!!!!!!!!!!!!!
უკვე 10 წელია, ყოელი წლის ბოლოს BBC მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან გამორჩეული ქალების ასეულს აქვეყნებს. იმ ქალების, რომლებმაც საკუთარ ქვეყანაში გარკვეული წვლილი შეიტანეს და მის მიმართ ინტერესი მისი ქვეყნების ფარგლებს გაცდა.
წელს პირველად „ბი-ბი-სი“ საქართველოში განვითარებული მოვლენებით დაინტერესდა!!!
წელს პირველად, ქართველი ქალი მოხვდა მსოფლიო ინფლუენსერი ქალების ასეულში!!!
წელს მიშელ ობამასთან ერთად ამ ასეულში მე აღმოვჩნდი!!!
ჯერ ვცახცახებ და შეიძლება კარგად ვერ ვერ ვალაგებ ტექსტს, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ეს ყველაფერი ამად ღირდა!..
სიმართლის არგაგება და სიმართლისთვის ბრძოლა ამად ღირდა!
არასდროს თქვათ თქვენ მიზნებზე უარი, არასდროს დაიხიოთ უკან. არასდროს ჩაიქნიოთ ხელი და გახსოვდეთ. ცუდს აუცილებლად! აუცილებლად მოსდევს კარგი!
თუმცა ამ სიაში მარტო ჩემი ბრძოლით ვერ მოვხვდებოდი. უდიდესი მადლობა მინდა ვუთხრა ჩემ გოგოებს: ია ყველაშვილი, Ani Grdzelishvili Maia Ti Mariam Nozadze ნინო მინდიაშვილი, ნინა მინდიაშვილი, მარიამ ტუღუში…
მადლობა ჩემს ქმარს მოთმინებისთვის და ატანისთვის.
მადლობა GOOD LOOK-ს მუდამ ჩემ გვერდში ყოფნისთვის.
და მადლობა ELKE SHOP-ს .
ალბათ, კიდევ ძალიან ბევრი ადამიანისთვის მაქვს მადლობა სათქმელი. ცოტას დავლაგდები და გავაგრძელებ!..“
სტატია ვრცლად.