LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამუნა მუსერიძე: „საქმეს, რომელსაც ახლა ვაკეთებ, ჩემი თავი შევწირე. ალბათ, რაღაც უნდა გაიღო, რომ შედეგი მიიღო. მე ჩემი თავი გავიღე ამის მისაღწევად…“

163
თამუნა მუსერიძე

ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე, რომელიც წლებია უკვე, ხელმძღვანელობს ჯგუფს „ვეძებ“, ჟურნალ „თბილისელების“ ახალი ნომერში პასუხობს შეკითხვას იმის შესახებ, თუ რა მსხვერპლის გაღება შეუძლია წარმატებისთვის:

„საკუთარი თავის მსხვერპლად შეწირვა შემიძლია. საქმეს, რომელსაც ახლა ვაკეთებ, ჩემი თავი შევწირე. ალბათ, რაღაც უნდა გაიღო, რომ შედეგი მიიღო. მე ჩემი თავი გავიღე ამის მისაღწევად. მთლად სასიამოვნო არ არის ეს ამბავი, იმიტომ, რომ ჩემი ცხოვრება თავიდან ბოლომდე წართმეული მაქვს. ვერ ვცხოვრობ ისე, როგორც მანამდე ვცხოვრობდი და რა ცხოვრებითაც მინდა, რომ ვიცხოვრო. რეალურად, კი, მე ვიპოვე ჩემი ადგილი, მაგრამ ეს ძალიან რთული გზით მივიღე. ამისთვის ბევრი რამის გაღებამ მომიწია და ახლაც ასე გრძელდება“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები