LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამუნა თანდაშვილი სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს: “მე, ინეზა, მამაო – ხვალიდან სახლში… ვსუნთქავთ!!! ცოცხლები ვართ ხალხნო… გულით გთხოვთ აიცერით”

631
Capture

„ავიაკომუნიკატორის“ დამფუძნებელი თამუნა თანდაშვილი, რომელიც თითქმის ერთი თვეა კორონავირუსს ებრძოდა, სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ მას და კიდევ რამდენიმე პაციენტს კლინიკიდან წერენ.

თამუნა თანდაშვილი მოსახლოებას აცრისკენ მოუწოდებს.

“ასეთი წრეა – გადარჩები თუ გადაარჩენ

მე, ინეზა, მამაო – ხვალიდან სახლში!!!!!

ვიტალის ვტოვებთ ახალი პაციენტების გადასარჩენად რამოდენიმე დღით, ეგ ისედაც გვიან შემოვიდა და ეკუთვნის პოსტზე დგომა!

ჩვენ ვიბრძოლეთ, თქვენ გადაგვარჩინეთ- ყველა სიტყვა და ფიქრი და მხარდაჭერა მოვიდა ჩვენთან და ავდექით!!!!!

ვსუნთქავთ!!!! ცოცხლები ვართ ხალხნო თქვენ გენაცვალეთ!!!!

რესპუბლიკური საავადმყოფო თქვენს ექიმებს ქედს ვუხრით!

მადლობა ისეთი პატარა სიტყვაა, ვერაფერს იტევს

?გულით გთხოვთ აიცერით, გადარჩები თუ გადაარჩენ”,- წერს თამუნა თანდაშვილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g