LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თან გვლანძღავდნენ და თან ერთი სული ჰქონდათ შემოვარდნილიყვნენ პარლამენტში: ელისაშვილი ოპოზიციაზე

49
BeFunky-collage

“მოქალაქეების” ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიციის ნაწილის შესვლას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ხელისუფლების ოპონენტებს აღნიშნული გადაწყვეტილება ადრეც უნდა მიეღოთ.

მისივე განცხადებით, მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობაა” გაურკვევლობაში.

“მოლოდინი მაქვს, რომ პარლამენტში ყველა შემოვა. ოღონდ ახლა “ნაციონალები” გაჭედილები არია, არ იციან რა ქნან და წვალებაში არიან. რეალურად ეს გადაწყვეტილება ყველას აქამდე უნდა მიეღო და ჩვენი ლანძღვით კი არ უნდა ყოფილიყვნენ დაკავებულები.

თან გვლანძღავდნენ და თან ერთი სული ჰქონდათ შემოვარდნილიყვნენ პარლამენტში. კარგია, შემოვიდნენ. პარლამენტმა სრულფასოვნად უნდა დაიწყოს მუშაობა და ხალხზე უნდა ვიფიქროთ,”- აცხადებს პარლამენტის წევრი, პარტია ”მოქალაქეების” თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი.

დღეს შეთანხმებაზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიები საპარლამენტო ტრიბუნებს პირველად დაიკავებენ. იქნება სიტყვით გამოსვლები, განიხილება დოკუმენტის ერთ-ერთი მთავარი საკითხი – ამნისტიის კანონპროექტი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები