LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თანაკლასელები იყვნენ – სანიმუშოდ ზრდილი და გონიერი გოგონები, მომავლის გეგმებით სავსე.. ერთ-ერთს სურათის გადაღების დროს ფეხი დაუცდა და წყალში ჩავარდა, სხვები დახმარებას ცდილობდნენ“ – რას ჰყვებიან ზემო საზანოში დატრიალებულ ტრაგედიაზე

721
Untitled design (3)

3 მარტს, თერჯოლის რაიონის სოფელ ზემო საზანოში დატრიალებულ ტრაგედიას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ელენე შუკაკიძე და ნინო კენჭოშვილი თანაკლასელთან, ლიზი რობაქიძესთან სტუმრად ჩავიდნენ სოფელ ზემო საზანოში.

ტრაგედია დატრიალდა ჩანჩქერთან, რომელსაც გოგოები ლიზის მამასთან და პატარა დასთან ერთად სტუმრობდნენ.

გავრცელებული ცნობით, ერთ-ერთ მოზარდს ფეხი დაუცდა და მდინარეში ჩავარდა, რა დროსაც მისი დახმარება სცადეს, თუმცა, გოგონა და მის დასახმარებლად მდინარეში შესული სამი ადამიანი მოგვიანებით მაშველებმა გარდაცვლილები იპოვეს. ლიზის პატარა და, რომელიც მათ თან ახლდათ, გადარჩა და კლინიკაში გადაიყვანეს. ბოლო ცნობით, მისი მდგომარეობა სტაბილურია.

,,გაშავდა გაზაფხული…გაქვავდა ქალაქი…სამი ანგელოზი, რომელიც სიცოცხლით ხარობდა, გაფრინდა” – ჭიათურის N1 საჯარო სკოლა სამძიმრის წერილს აქვეყნებს

გარდაცვლილი გოგოები ჭიათურის პირველი საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეები იყვნენ. სკოლის დირექტორი დატრიალებულ ტრაგედიაზე „კვირის პალიტრასთან“ საუბრობს:

„საშინელი დღე გათენდა, ენითაუღწერელი ტრაგედიაა. ჩვენი სკოლის სამი მოსწავლეა გარდაცვლილი. ისინი თანაკლასელები იყვნენ, რა უნდა ვთქვა არ ვიცი. სტუმრად იყვნენ თანაკლასელის სახლში ჩასულები. ამბობენ, ერთს ფეხი დაუცდაო, სხვები ცდილობდნენ დახმარებას და მოხდა ეს უბედურება. გადარჩენილი გოგონაც ჩვენი სკოლის მოსწავლეა, ერთ-ერთი დაღუპულის და. ელენე შუკაკიძისა და ნინო კენჭოშვილის სიცოცხლე შეეწირა ამ საზარელს ამბავს, მესამე გარდაცვლილის გოგონას დედა იტალიაშია, ჯერ არ იცის რა მოხდა, გზაშია, ახლა ჩამოდის და ასეთი ტრაგედია დახვდება.

საოცარი ბავშვები, სანიმუშოდ ზრდილი, თბილი და გონიერი გოგონები იყვნენ, მომავლის იმედით და გეგმებით სავსე. წელს სკოლას ამთავრებდნენ და არ ვიცი რა უნდა ვუთხრა მათ ოჯახებს. დიდი ტკივილია. ყველა განიცდის. სიტყვები უძლურია”,- ამბობს ჩვენთან საუბარში ჭიათურის პირველი საჯარო სკოლის დირექტორი“, – თქვა სკოლის დირექტორმა „კვირის პალიტრასთან“ საუბარში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g