LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თანამედროვე ბავშვებს ავტომობილის მართვა აღარ მოუწევთ

43

სან-დიეგოს უნივერსიტეტის ექსპერტის ჰენრიკ კრისტენსენის აზრით, 2017 წლის შემდეგ დაბადებული პატარები ვერასდროს გაიგებენ, თუ რას ნიშნავს ავტომობილის ტარება. ჰენრიკს სხვა სპეციალისტებიც ეთანხმებიან. მათი ვარაუდი კი თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებასთანაა დაკავშირებული.

სულ რაღაც 5 წლის შემდეგ გზებზე პირველი უპილოტო ავტომობილები გამოჩნდებიან, 10-15 წლის გასვლის შემდეგ კი ყველა მანქანას სწორედ ასეთი ავტონომიური მოდელები ჩაანაცვლებენ, შესაბამისად, საჭესთან ჯდომა აუცილებელი აღარ იქნება.

გარდა ამისა, კრისტენსენი დარწმუნებულია, რომ 20 წლის შემდეგ პირადი ავტომობილები პოპულარობას დაკარგავენ და მათ გადამზიდი სერვისები ჩაანაცვლებენ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები