ფილოლოგი და ფსიქოლოგი, ჰუმანური პედაგოგიკის ფუძემდებელი შალვა ამონაშვილი მოქალაქეებს ვიდეომიმართვებში ხშირად უზიარებს მნიშვნელოვან რჩევებს, მათ შორის ბავშვის აღზრდის, შემეცნების, მშობლისა და შვილის, ასევე მოსწავლისა და მასწავლებლის ურთიერთობების შესახებ.
„სამი წიგნი მინდა გირჩიოთ.. მოძებნეთ და თავად წაუკითხეთ შვილებს“ – შალვა ამონაშვილის რჩევა მშობლებს
შალვა ამონაშვილი მასწავლებლებს და მშობლებს ურჩევს, მოზარდების მეგობრები გახდნენ:
„დღევანდელი თაობა არის ინდიგო ბავშვების თაობა, ისინი არიან ძალიან ჭკვიანები, ჰიპერაქტიურები, თავმოყვარეები, ისინი არ ეგუებიან პირდაპირ და ხისტ მითითებებს, აკრძალვებს.
თუ რაიმე მათთვის არ არის საინტერესო, ისინი არ გაჩერდებიან გაკვეთილზე. თუ მათ მასწავლებელი მეგობრად არ ეგულებათ, ისინი შიშის გამო გაკვეთილზე წყნარად არ ისხდებიან.
ეს ბავშვები მოვიდნენ ქვეყნად, რათა ჩვენ გავხდეთ უკეთესები, უფრო მოსიყვარულეები, გულისხმიერები, მეგობრულები. ისინი დაუჯერებენ მეგობარს და არა მკაცრ დამრიგებელს.
მასწავლებლებო, მშობლებო, გახდით თქვენი შვილების მეგობრები. თანამედროვე ბავშვი ვერ ეგუება ძველი ყაიდის მასწავლებელს. ის სულ სხვა გონებრივი და სულიერი განვითარებისაა.
მას ცოდნა უდუღს თავში და არ აკმაყოფილებს ჩვენი შეთავაზებული – „იცოდე, ორიანს დაგიწერ“, „გაგსვამ გარეთ“, „გაჩერდი დროზე! მომისმინე“ და ა.შ.
თუ თქვენს გაკვეთილებზე ბავშვს ვერ უგებთ, მაშინ თქვენ არ ხართ სანატრელი მასწავლებელი! იქ, სადაც იწყება აგრესია, მთავრდება აღზრდა.
ჩვენ ვეძებთ კეთილმოწყობილ სკოლებს, როგორებიც არაერთია საქართველოში. მე გირჩევთ, მოძებნოთ პედაგოგი, რომელსაც ეყვარება თქვენი შვილი.
ცხოვრებაში ერთი მასწავლებელი ყველასთვის მოდის, სწორედ მან შეიძლება ძირფესვიანად შეცვალოს თქვენი შვილის ცხოვრება უკეთესობისკენ.
მშობლებო, ნუ მოსთხოვთ სკოლას მხოლოდ ცოდნას, გაუმართეთ დიალოგი. როდესაც სკოლაში მიხვალთ, ნუ ილაპარაკებთ ნიშნებზე, ილაპარაკეთ იმაზე, თუ როგორი ადამიანი იზრდება თქვენი შვილი, უყვარს თუ არა მეგობრები, არის თუ არა კეთილი, არის თუ არა გულისხმიერი და ა.შ. ორიანები და ხუთიანები არ ქმნის ადამიანს, პირიქით, აუბედურებს“, – ამბობს შალვა ამონაშვილი.
შალვა ამონაშვილი: ჩვენ აღზრდას სერიოზულად არ ვუდგებით, სკოლაში საერთოდ გამოვრიცხოთ აღზრდა, არ არის