LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თანამედროვე ტრენდები პლასტიკურ ქირურგიაში – სილამაზის აკადემია

756
ალექსანდრე-კუზანოვი

თანამედროვე ტრენდები პლასტიკურ ქირურგიაში – ამ თემაზე გადაცემაში „სილამაზის აკადემია“ პლასტიკურმა ქირურგმა ალექსანდრე კუზანოვმა ისაუბრა.

რა არის მოთხოვნადი დღეს მსოფლიო ბაზარზე და რა ქართულ ბაზარზე?

მსოფლიოში დღეს მოთხოვნადია ლიპოსაქცია, ბლეფაროპლასტიკა და ძუძუს პლასტიკა, რაც შეეხება საქართველოს აქ კავკასიური და სამხრეთის გენის გათვალისწინებით მოთხოვნადია რინოპლასტიკა, ამის შემდეგ ლიპოსაქცია, ძუძუს პლასტიკა და ა.შ.

რამდენად განსხვავდებიან ქართველი და უცხოელი პაციენტები მოთხოვნის თვალსაზრისით?

ჩვენს კლინიკაში 40% გვყავს პაციენტები უცხო ქვეყნებიდან.  ევროპელი პაციენტი უფრო ჰგვანან ჩვენს პაციენტს, რომლებმაც იციან რა უნდათ. პაციენტები რუსეთიდან არიან საკმაოდ მომთხოვნები, რომლებიც გამოირჩევიან უხეშობით ადმინისტრატორებთან, რაც შეეხება აზერბაიჯანელ პაციენტებს – მათ ყველაფრის ერთად გაკეთება უნდათ ერთ ოპერაციაში.

კეთდება კომბინაციური ჩარევები?

კი კეთდება, მაგალითად გაგვიკეთებია ცხვირი, ძუძუ და მუცელი, აქ მთავარია შეფასდეს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რათა არ მივიღოთ გართულებები. საქართველოში და ევროპაში ბუნებრიობაზეა აქცენტი, რომ არ მივიღოთ ხელოვნური  სახით პაციენტი, მეც მომხრე ვარ ბუნებრიობის, სახეზეც და სხეულზეც. 

რაც შეეხება ასაკობრივი კატეგორიას, მაგალითად, რინოპლასტიკა კეთდება 16-17 წლიდან, მყავდა 70 წლის პაციენტიც, რომელმაც შეიცვალა ცხვირის ფორმა.