LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თანამშრომელი, რომელსაც შეცდომით ხელფასზე 330-ჯერ მეტი თანხა ჩაურიცხეს, უკვალოდ გაქრა – რა მოხდა ჩილეში?

1025
BeFunky-collage (14)

მას შემდეგ, რაც ჩილეში, მოქალაქეს შეცდომით 330-ჯერ მეტი ხელფასი გადაუხადეს, ვიდრე ჰქონდა, თანამშრომელი სამსახურში აღარ გამოჩენილა და უკონტაქტო გახდა. ინფორმაციას ავრცელებს Businessinsider.

როგორც გამოცემა წერს, დისტრიბუტორმა მიიღო 165,398,851 ჩილეური პესო (180 418 დოლარი) ყოველთვიურ ხელფასში ცივი ხორცის მწარმოებელი CIAL Alimentos-გან. არადა, კომპანიას მისთვის მხოლოდ 500,000 პესო (545 დოლარი) უნდა გადაერიცხა.

მომხდარი ფაქტიდან მეორე დღესვე, მამაკაცი სამსახურში არ გამოჩენილა. ის არც ზარებსა და შეტყობინებებს პასუხობდა.

როგორც Businessinsider წერს, რამდენიმე დღის შემდეგ კაცმა ადვოკატის დახმარებით, სამსახურიდან წასვლის თაობაზე ოფიციალური განცხადება გაააგზავნა.

ახლა კერძო კომპანია ყოფილ თანამშრომელს თანხების მითვისებას ედავება და მის წინააღმდეგ სარჩელი აქვს შეტანილი.

გამოცემის ცნობით, ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები