LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამ გზით 174 ქვეყანაში, მათ შორის ამერიკაში უვიზოდ მოგზაურობა შეგიძლიათ.. დაბადებიდან 7-8 დღეში საერთაშორისო პასპორტს ავტომატურად იღებს..“ – ბლოგერი გიორგი გოგეშვილი საზოგადოებას საკუთარ გამოცდილებას უზიარებს

705
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (6)

სოციალურ ქსელში საკმაოდ პოპულარული ბლოგერი გიორგი გოგეშვილი, საზოგადოებას უზიარებს რჩევას იმის შესახებ, თუ რა ეტაპებისგან შედგება და რა ღირს სამშობიარო მოგზაურობა ჩილეში.

ამასთან, გიორგი გოგეშვილი განმარტავს, თუ რატომ მიიღო მან და მისმა მეუღლემ ბავშვის ჩილეში დაბადების გადაწყვეტილება და რა პრივილეგიებით სარგებლობენ ამ ქვეყნის მოქალაქეები. ამის შესახებ ბლოგერმა „პალიტრანიუსთან“ ისაუბრა.

როგორც გიორგი გოგეშვილმა აღნიშნა, რამდენიმე წელია ჩილე შესანიშნავ შესაძლებლობას სთავაზობს უცხო ქვეყნის იმ მოქალაქეებს, ვინც დაინტერესებულია მსოფლიოს 174 ქვეყანაში უვიზო მიმოსვლით, მათ შორის დიდი რვიანის ქვეყნებში.

„ჩი­ლე­ში მშო­ბი­ა­რო­ბა არის ნაკ­ლე­ბად სტრე­სუ­ლი და ადეკვატური ფასი ჯდება. ასევე, გაძ­ლევს იმ შე­საძ­ლებ­ლო­ბას, თუ მოგ­ზა­უ­რო­ბა გიყვარს ან სხვა ქვე­ყა­ნა­ში სა­მუ­შა­ოდ ან საცხოვრებლად წას­ვლა გაქვს გადაწყვეტილი.

რო­დე­საც გა­ვი­გეთ, რომ მე და ჩემი მე­უღ­ლე ბავ­შვს ვე­ლო­დე­ბო­დით, პირველ რიგში, და­ვი­წყეთ ფიქ­რი იმა­ზე სად გაგ­ვე­ჩი­ნა, რო­მე­ლი ქვე­ყა­ნა იქ­ნე­ბო­და ისე­თი, სა­დაც ბავ­შვის მო­მა­ვა­ლი იქნებოდა პერ­სპექ­ტი­უ­ლი და ა.შ.

ჩემ­მა მე­უღ­ლემ ნახა, რომ ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბას ჩი­ლეს კა­ნონ­მდებ­ლო­ბა იძ­ლე­ვა. გამივიდა, რომ ჩვენ შეგვეძლო ბავშვისთვისაც გაგვეკეთებინა ჩილეს მოქალაქეობა და ამასთან, საქართველოს მოქალაქეობა. შე­დე­გად შეგ­ვიძ­ლია დიდი რვი­ა­ნის ქვეყ­ნებ­ში, კა­ნა­და­ში, აშშ-ში და ია­პო­ნი­ა­ში უვიზოდ მოგ­ზა­უ­რო­ბა..

სამ­შო­ბი­ა­რო ტუ­რებს რამ­დე­ნი­მე უცხო­უ­რი კომ­პა­ნია ბევ­რი წე­ლია ახორ­ცი­ე­ლებს, მათ შო­რის ჩაჰ­ყავთ ხალ­ხი აფ­რი­კის ქვეყ­ნე­ბი­დან, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან, სა­ქარ­თვე­ლო­დან, თურ­ქე­თი­დან და ა.შ. იქ გა­ვი­ცა­ნით ხალ­ხი, რო­მე­ლიც ამ კომ­პა­ნი­ე­ბის ჩა­მოყ­ვა­ნი­ლი იყო და 40-50 ათა­სი დო­ლა­რი და­უჯ­დათ. ჩვენ თა­ვად დავ­გეგ­მეთ და 20 ათას დო­ლა­რამ­დე დაგ­ვიჯ­და ორი­ვეს, ამა­ში შე­დის სამი თვე ჩი­ლე­ში ცხოვ­რე­ბა.

ბავ­შვი ჩი­ლეს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბას და სა­ერ­თა­შო­რი­სო პას­პორ­ტს ავ­ტო­მა­ტუ­რად და­ბა­დე­ბი­დან 7-8 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში იღებს, მარ­ტი­ვად ხდე­ბი­ან ამ ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი მშობ­ლე­ბიც.

ჩი­ლე­ში მშო­ბი­ა­რო­ბის მიზ­ნით ჩას­ვლა ლე­გა­ლუ­რია. ამას არ სჭირ­დე­ბა მუც­ლის და­მალ­ვა, მე­სა­ზღვრის მო­ტყუ­ე­ბა.

ჩვენ გვქონ­და ენის ბა­რი­ე­რი, მაგ­რამ რო­დე­საც სა­მოგ­ზა­უ­რო ტუ­რით მი­დი­ხარ, მათ პა­კეტ­ში ყვე­ლა­ფე­რი შე­დის მათ შო­რის თარ­ჯი­მა­ნიც…“, – ამბობს ქართველო ბლოგერი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები