LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტაქსის მძღოლებს ლიცენზიის აღება დღეიდან იუსტიციის სახლშიც შეეძლებათ

163

ტაქსის მძღოლებს ლიცენზიის აღება დღეიდან იუსტიციის სახლშიც შეეძლებათ.

როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, აღნიშნული სერვისის ამოქმედება იუსტიციის სამინისტროსთან თანამშრომლობით მოხერხდა.

თბილისის მერმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრიდან ნებართვის გარეშე ტაქსით მომსახურება აკრძალულია.

„სწორედ ამიტომ, მინდა მოვუწოდო ყველას, ვინც მოქალაქეებისთვის აღნიშნული სერვისის მიწოდებას აპირებს, პირველ ოქტომბრამდე ტაქსით მომსახურების ნებართვა აიღონ, იაქტიურეთ,“– დასძინა კახა კალაძემ.

თბილისის მერიის ელექტრონული პორტალის მონაცემებით, ამ დროისთვის 350 ნებართვაა გაცემული.

თბილისში ტაქსების რეგისტრაცია პირველი აგვისტოდან დაიწყო. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, ტაქსით მომსახურების ნებართვის მიღება შეუძლია ფიზიკურ პირს, რომელსაც აქვს მართვის მოწმობა და სურს ანაზღაურების სანაცვლოდ მგზავრთა გადაყვანა, ავტოსატრანსპორტო საშუალებით, რომელსაც მძღოლის სავარძლის გარდა, არაუმეტეს რვა დასაჯდომი ადგილი აქვს. ნებართვის მიღება შესაძლებელია ელექტრონულად, ვებგვერდზე: www.taxi.tbilisi.gov.ge, ასევე ათივე რაიონის გამგეობებში და დღეიდან უკვე იუსტიციის სახლში.

ნებართვის მიღება შესაძლებელია როგორც მძღოლის საკუთრებაში, ასევე მესამე პირის, მათ შორის იურიდიული პირის საკუთრებაში მყოფ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე. 2018 წლის 1-ელ ოქტომბრამდე მიღებული ნებართვა მოქმედი იქნება 2019 წლის 1-ელ ოქტომბრამდე.

ტაქსის ლიცენზიის ასაღებად აუცილებელია ელექტრონული პირადობის მოწმობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g