ტელეწამყვანი და ჟურნალისტი გიორგი თარგამაძე სოციალურ ქსელში, გუშინ მედიაში გავრცელებულ ვიდეოს ეხმაურება, რომელშიც ჩანს, თუ როგორ სცემს პოლიციელი მოქალაქეს, რომელიც შშმ პირია.
„პოლიციელის მიერ სმენადაქვეითებული მოზარდის ცემის კადრებზე მეტად იმ ხმამ, უფრო სწორედ – უსიტყვო გმინვამ შემზარა, რომელიც ვიდეოში ისმის..
ბევრს ყური – სიტყვის მიმართ დიდი ხანია დაგმანული აქვს, მაგრამ თუ ამ სისხლისგამყინავ ბგერებზეც არ გაქვთ რეაქცია, თქვენ არც ყური გაქვთ, არც გონი და არც გული.. და საერთოდ არც ადამიანი ხართ!“- წერს გიორგი თარგამაძე.
მეტროში შშმ პირზე ძალადობის საქმეზე 2 პოლიციელი დააკავეს