LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ტაში ბიჭო გიორგუნას“ „გიორგუნა“ მე ვარ და ის „გოგუნა“ ჩემი მამიდაშვილია“ – მომღერალი გიორგი სხირტლაძე ბაბუის ლექსზე შექმნილი სიმღერის ისტორიას იხსენებს

184
გიორგი სხირტლაძე

სიმღერა – „ტაში ბიჭო გიორგუნა“ ქართველი მსმენელის დიდმა ნაწილმა კარგად იცის, მაგრამ ალბათ ყველამ არ იცის მისი ტექსტის შექმნის ისტორია. ლექსი ხშირად ხალხური ჰგონიათ, თუმცა პერსონაჟი „გიორგუნა“ რეალურია, ბიჭი, რომლის გასამხნევებლადაც წარმოთქმული შეძახილი ლექსად იქცა.

ლექსი მომღერალ გიორგი სხირტლაძეს და მის მამიდაშვილს, ქრისტინა კობახიძეს ბაბუამ დაუწერა. ცნობისათვის, გიორგი ცნობილი მოცეკვავის, დათუნიკა სხირტლაძის ძმისშვილია.

მომღერალი გიორგი სხირტლაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთ-ერთ სიუჟეტში ლექსის შექმნის ისტორიას იხსენებს.

„ალბათ, 3 წლის ვიქნებოდი, მე და ჩემმა მამიდაშვილმა ქრისტინამ [ჩემზე 2-3 წლით უფროსია] ოჯახში წავიცეკვეთ, პატარა ვიყავი, გამართულად ვერ მივდევდი და [შემომძახეს] „ტაში ბიჭო, გიორგუნა, არ გაუშვა ე, გოგუნა“ – ასე მიჰყვა და აიკინძა ლექსი, რომელიც ასე აიტაცა საზოგადოებამ.

„ტაში ბიჭო გიორგუნას“ „გიორგუნა“ ვარ მე და ის „გოგუნა“ არის ჩემი მამიდაშვილი, ქრისტინე კობახიძე“, – ამბობს გიორგი სხირტლაძე.

ვიდეო: „ტაში, ბიჭო, გიორგუნა“ – ლექსი და სიმღერა ბაბუამ დაგვიწერა მე და ჩემს მამიდაშვილს – ქრისტინა კობახიძეს, დათუნიკამ კი მოკრძალებულად დადგა ცეკვა რაჭული…“ – რას ამბობს „იმედის“ ეთერში დათუნიკა სხირტლაძის ძმისშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები