LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

TasteAtlas-ი ქართული საშობაო სუფრის შესახებ წერს

224
00

მსოფლიო კულინარიის ონლაინ გიდმა TasteAtlas ფეისბუკის საკუთარ გვერდზე იმ კერძების ფოტოები გამოაქვეყნა, რომლებიც საქართველოში საშობაო სუფრას ამშვენებს.

თანმხლებ ტექსტში ვკითხულობთ:

„საქართველო, როგორც ორთოდოქსული ეკლესიის წევრი შობას 7 იანვარს აღნიშნავს. ეს დღესასწაული ქვეყანაში გამორჩეულად აღინიშნება და ის ოჯახისა და მეგობრების სიყვარულის და სტუმარმასპინძლობის გამოხატულებაცაა. როგორც წესი, საშობაო სუფრას ამშვენებს საცივი, ხაჭაპური, მწვადი, ნიგვზიანი ბადრიჯანი, ფხალი, ტკბილეულის სახით კი გოზინაყი და ჩურჩხელა. ტრადიციულ სუფრას განსაკუთრებულ ხიბლს სძენს შინ დაწურული ღვინო და ქართული მრავალხმიანი სიმღერა“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები