LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თათია სამხარაძის საქმე BBC-ზე – “პატრიარქალურ საზოგადოებაში, ქალების საუბარი არ უყვართ”

497

თათია სამხარაძე ტელეწამყვანი იყო, მაგრამ მისი კარიერა დასრულდა მას შემდეგ, რაც მისი უფროსი (შალვა რამიშვილი) სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა – ინფორმაციას და თათია სამხარაძის ამბავს BBC აქვეყნებს, სახელწოდებით, კამპანია #MeToo-ს გავლენა საქართველოში.

როგორც BBC წერს, თათია სამხარაძე პირველი ქალია საქართველოში, ვინც ამ თემაზე საჯაროდ განაცხადა.

თავად თათია სამხარაძე კი ვიდეოში მომხდარზე ყვება და ამბობს, რომ მისი თამამი განცხადებების შემდეგ, ისევ მსხვერპლი გახდა, თუმცა საზოგადოების მხრიდან.

“ამაზე საჯაროდ საუბარი, იყო ძალიან რთული გადაწყვეტილება. სოციალურ მედიაში, კიბერ ბულინგის მსხვერპლი გავხდი. ჩვენ პატრიარქალურ საზოგადოებაში, ქალების საუბარი არ უყვართ. ჩემი ქეისი #metoo კამპანიამდე მოხდა, ასე რომ ამ საკითხზე გლობალური და ადგილობრივი საზოგადოების ცნობიერება მაღალი არ იყო.

დღეს ვგრძნობ, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე” – ამბობს თათია სამხარაძე.

შეგახსენებთ, 2016 წელს თათია სამხარაძემ შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში ამხილა. საქმეზე გამოძიება დაიწყო.  (სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ საქართველოში კანონმდებლობა არ არსებობს)

თბილისის საქალაქო სასამართლომ შალვა რამიშვილის საქმეზე თათია სამხარაძის სარჩელი დააკმაყოფილა. რამიშვილს მისთვის მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება (2000 ლარის გადახდა) დაეკისრა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g