LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თათია შარანგია ვირსალაძე-ბუნიათიშვილის დაპირისპირებაზე: „ხატია ამას არ იმსახურებს!..“

2949
tatia-xatia-eliso

პიაისტი თათია შარანგია ელისო ვირსალაძის მიერ ხატია ბუნიათიშვილის უარყოფით შეფასებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და დაწერა, რომ ოკუპანტის ენაზე გამოთქმული ასეთი შეფასება ხატიას მისამართით მისთვის მიუღებელია.

გთავაზობთ თათია შარანგიას პოსტს:

„დიდხანს ვიფიქრე, გამოვხმაურებოდი თუ არა ელისო ვირსალაძის მიერ ნათქვამ სიტყვებს ხატიაზე. მთელი ბავშვობა, შეგნებული წლები/დღემდე ვამაყობ ელისო ვირსალაძით… არა მხოლოდ, როგორც მუსიკოსით… ჩემთვის ის იყო სხვა განზომილება, განათლებული, თავშეკავებული, შინაგანი ინტელექტის მქონე ადამიანი…

სულ ვამბობდი, ვინც ხატიას არ აღიარებდა – მისი შურდა… მარტივად… ამას ვერ ვიტყვი ელისოზე, ის შემდგარი პიანისტია, მას თავისი გულშემატკივრების არმია ჰყავს. მაგრამ ის, რაც მან თქვა გადაცემაში ხატიას მისამართით, ოკუპანტის ენაზე – ჩემთვის მიუღებელია. ხატიას პატრიოტიზმი, ხატია, რომელმაც უარი თქვა გერგიევთან დაკვრაზე. ხატია, რომელმაც ნახევარ მსოფლიოს გააცნო საქართველო სულ სხვა, ნათელი კუთხით, ამას არ იმსახურებს. აღარ ვლაპარაკობ მის ფენომენალურ ნიჭზე.

ქართველმა თუ ქართველი არ დააფასა, მტერი რას გაგვიკეთებს? ხატია, შენ კი გაფასებს მსოფლიო და შენს კონცერტებზე გავსებული დარბაზებიც ამაზე მეტყველებს. სხვა საკითხია, რომ ყველას თავისი გემოვნება აქვს, მაგრამ თუნდაც აზრის გამოთქმას აქვს თავის ფორმა!

P.S. არც ერთ ქართველზე ხატიას მხრიდან გადაბრუნებული სიტყვა არ გამიგია. ესეც მისი პლუსი“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g