LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტატუნაშვილის შესახებ რეზოლუცია – „ქართულ ოცნებისა“ და „ევროპულ საქართველოს“ შეხვედრა გადაწყვეტილების გარეშე დასრულდა

72

ოკუპირებული ცხინვალის ციხეში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის შესახებ რეზოლუციასთან დაკავშირებით პოლიტიკური კონსულტაციები პარლამენტის თავმჯდომარესთან, კონკრეტული გადაწყვეტილების გარეშე დასრულდა . ორდღიანი მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდი ხვალაც გაგრძელდება. საპარლამენტო უმრავლესობის წევრების ნაწილი ღიად ადასტურებს, რომ ერთობლივი რეზოლუციის მიღების შესახებ პოლიტიკური სურვილი არსებობს.

კონსულტაციებში საერთო მიზანი გამოიკვეთა, რომ პარლამენტმა მიიღოს ერთი რეზოლუცია. ჩვენ არ გვინდა,  წინასწარი შეფასებებით და განცხადებებით მიმდინარე კონსულტაციების პროცესი დავაზიანოთ. როგორც კი დასრულდება კონსულტაციები, პირველ რიგში კომიტეტის ფორმატში ვუყრით კენჭს რეზოლუციას და შემდეგ უახლოეს სესიაზე გავიტანთ. ხვალ სესიაზე ბიუროს მიერ დღის წესრიგით დამტკიცებული საკითხების განხილვა იქნება”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მმართველი გუნდის წევრების ნაწილი კი კრიტიკული რეზოლუციის მიღების და რუსეთის გაღიზიანების წინააღმდეგია.

 

magti 5g