LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ტავ ჯორჯია“ თბილისისა და ბათუმის აეროპორტებიდან ახალი მიმართულებების განვითარებაზე მუშაობს

107
ტავ ჯორჯია

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტები საერთაშორისო ღონისძიებაზე Routes Europe 2025 არიან წარმოდგენილნი, რომელიც ესპანეთის ქალაქ სევილიაში ტარდება. „ტავ ჯორჯიასა“ და TAV Airports Holding-ის გუნდი ავიაკომპანიებსა და აეროპორტების ოპერატორებს საქართველოს ორი საერთაშორისო აეროპორტის სერვისებსა და პოტენციალს აცნობს.

„ტავ ჯორჯიამ“ ათობით შეხვედრა გამართა, მათ შორის ისეთ ავიაკომპანიებთან, როგორებიცაა: Vueling, Austrian Airlines, Air India, Edelweiss, Cyprus Airways, Finnair, Scandinavian Airlines (SAS), Easyjet, Air Serbia, Air Cairo და სხვა. ასევე, პოლონური აეროპორტების მმართველ Polish Airports-თან. აღნიშნული ავიაკომპანიების ნაწილი თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში უკვე ოპერირებს, ნაწილს კი, შეხვედრების ფარგლებში, თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში ოპერირების უპირატესობებზე ამომწურავი ინფორმაცია მიეწოდათ.

Routes Europe მასშტაბური ღონისძიებაა საავიაციო სფეროში. ეს არის პლატფორმა, რომელიც ერთ სივრცეში უყრის თავს ავიაკომპანიებს, აეროპორტებს, ტურიზმის სფეროსა და ავიაციის მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციებს სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებიც ევროპის საჰაერო კავშირების განვითარების პროცესში არიან ჩართულნი.

magti 5g