LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თავაზიანობა, პატივისცემა, სისუფთავე: ბაიერნში გერმანული წესრიგი მყარდება

91

რეკორდმაისტერის მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაბრუნებულმა იუპ ჰაინკესმა გუნდში განსაკუთრებული წესები აამოქმედა.

ამიერიდან, “ბაიერნის” ფეხბურთელებს მობილური ტელეფონებით სარგებლობა მხოლოდ გასახდელში შეეძლებათ. კარლო ანჩელოტის დროს მათი ხმარება ვარჯიშებზეც ნებადართული იყო.
იუპ ჰაინკესის განკარგულებით, ვარჯიშები 10:00 საათზე დაიწყება ნაცვლად 11:00 საათისა და მათი ინტენსივობა გაცილებით გაიზრდება.
მიუნხენელთა ვარჯიშები მანამ არ დაიწყება, სანამ ყველა ფეხბურთელი არ მიესალმება ერთმანეთს.
“ბაიერნის” ფეხბურთელები ვალდებული არიან დაიცვან სისუფთავე გასახდელში. თანაგუნდელებთან და მომსახურე პერსონალთან გამოიჩინონ თავაზიანობა და პატივისცემით მიმართონ ერთმანეთს.

კიდევ ერთი ნიუანსი, რომელიც ჰაინკესის ინიციატივით დამკვიდრდა – ვარჯიშის შემდეგ გამართული საერთო სადილია.

ამის გამოა თუ სხვა რამ, ფაქტია, „ბაიერნმა“ ჰაინკესის მეთაურობით ორიდან ორი თამაში მოიგო და თან ორივე დიდი ანგარიშით.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g