თავდაცვის სამინისტროს ხუთმა ყოფილმა მაღალჩინოსანმა სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა.
ყოფილ მსჯავრდებულებს დაწესებულებასთან მათი ახლობლები, ოჯახის წევრები და პარტია ”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერები დახვდნენ.
თავდაცვის სამინისტროს 5 ყოფილი მაღალჩინოსანი დღეს პრეზიდენტმა შეიწყალა. გამოძიება მათ სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას ედავებოდა, თუმცა, სამინისტროს ყოფილ თანამშრომლებს სააპელაციო სასამართლომ მუხლი გადაუკვალიფიცირა .