ანანო ვარძიაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს ვრცელ სტატუსს იმ პიტბულის შესახებ, რომელმაც ახლახან 67 წლის ქალი დაგლიჯა. ქალბატონის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ზემოხსენებულ პიტბულს პატრონი ძაღლებთან აჩხუბებდა და საკმაოდ აგრესიულად ზრდიდა. ანანო წერს, რომ პიტბულის პატრონი ამჟამად ციხეშია.
„ყველამ იცით ალბათ პიტბულის ამბავი, ზოგმა სწორად, ზოგმა არასწორად, ძალიან დიდი თხოვნით მოგმართავთ ყველას, რომ ოჯახის მიმართულებით აგრესია შეწყვიტოთ, ვინც არ იცით მდგომარეობა.
ბენის პატრონი, სამწუხაროდ, ნახევარ წელიწადზე მეტია სასჯელს იხდის, აგრეთვე ოჯახმა კიდევ ერთი ოჯახის წევრი დაკარგა ( ვუსამძიმრებ ოჯახს). ძაღლი დარჩა პატრონის გარეშე, უვლიდა ამ ბიჭის დედა და მისი საძმაკაცო, ძაღლი არ იყო აგრესიული არასდროს ადამიანების მიმართ, იყო აგრესიული ცხოველების მიმართ, ქუჩაში მეტისებს არ ერჩოდა, სხვანაირი ხასიათი აქვთ მეტისებს და ძაღლები გრძნობენ, პატრონიანი ძაღლები დიდად გულზე არ ეხატებოდა.
ქალს (მსჯავრდებულის დედა), რომელიც ბენის უვლიდა, საკმაოდ რთული პერიოდი ჰქონდა ისედაც და ძაღლის მოვლის, აღზრდის და ასე შემდეგ დრო და სიტუაცია არ ჰქონია, ამიტომ ეს ითავეს ოჯახის ახლობლებმა ბიჭებმა. მაგ დღეს, როცა ეგ ფაქტი მოხდა, ძაღლი კიბეებზე ჩამოჰყავდა პატარა ბავშვს საბელით. იქიდან გამომდინარე, რომ არასდროს არავის მიმართ არ ჰქონია აგრესია ძაღლს, არავის წარმოედგინა, რომ მსგავსი ფაქტი მოხდებოდა. ბენი მანდ მთელი თავისი ცხოვრება ცხოვრობდა და მსგავსი ფაქტი არავის ახსოვს, ბავშვთან ერთად რომ ჩამოდიოდა კიბეებზე, ქალმა პარკი აუქნია და ბავშვს საბელზე ხელი გაეშვა, რაც ტრაგიკულად დასრულდა.
არავის ვამართლებ, მაგრამ ეს არ ყოფილა არანაირი განზრახული ქმედება ან რამე ეგეთი, ეს იყო უბრალო შემთხვევითობა, რაც ცუდად დასრულდა.
ძალიან გთხოვთ, თავი შეიკავეთ ოჯახის ლანძღვისგან, არავის არ გაქვთ ამის უფლება, როცა არ იცით, ზუსტად რა როგორ მოხდა. მე არ ვიცი, ძაღლი ბავშვთან ერთად რომ იყო და საფრთხე იგრძნო ბავშვის მიმართულებით, მაგიტომ ჰქონდა ეგეთი რეაქცია, თუ რა მოხდა, მაგრამ ფაქტი იყო ის, რომ პატრონი და ასე შემდეგ ამ ამბავთან არაფერ შუაშია. ამხელა ძაღლი ვიცი, რომ ბავშვს არ უნდა ეჭიროს, მაგრამ მისი მოვალეობა იყო, რომ ბენი უბრალოდ ვერანდიდან სახლში ჩაეყვანა. პატრონი ბენის დიდი ხანია აღარ უნახავს და კიდევ ერთხელ ძალიან გთხოვთ ყველას, რომ თავი შეიკავეთ ისედაც განადგურებული ოჯახის ლანძღვისგან! და ნუ სთხოვთ ადამიანებს, იმაზე მეტს ვიდრე შეუძლიათ. ბენი იყო ძაღლი, რომელიც უსაბელოდ გარეთ არავის გაჰყავდა და არც ეს იყო გამონაკლისი, უბრალოდ, ძაღლს კიბეები უნდა ჩაევლო და ჩასულიყო ვერანდიდან სახლში და ამ დროს არასწორ და შეუსაბამო ადამიანს ( ბავშვს) ეჭირა და შემთხვევით ხელი გაეშვა. ყველას ყველაფერში სიფრთხილე გვმართებს, მაგრამ წინასწარმეტყველები არ ვართ, რომ ასეთი ყოვლად მოულოდნელი ფაქტები ვიწინასწარმეტყველოთ. ეს არის რეალური ისტორია და ვინ როგორ გაიგებთ და გაითვალისწინებთ ეგ უკვე თქვენი გადასაწყვეტია.
რახან ჩემი პოსტი ზოგმა არასწორად გაიგო, აქვე ვარედაქტირებ ,დაზარალებული ქალი იყო მეზობელი, ბენის ბავშვობიდან იცნობდა, პარკში, არსებული ინფორმაციით, ჰქონდა თავისივე ძაღლისთვის განკუთვნილი საჭმელი, რაზეც ძაღლმა გაიწია ინსტინქტურად, ქალმა პარკი მოიქნია, რამაც გამოიწვია ძაღლის გაღიზიანება.
არც ერთი მხარე არ არის ჩვენი განსასჯელი!!! ორივე მხარე არის უკიდურეს მდგომარეობაში!!!“