LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თავი სტკივა საშინლად და თავბრუსხვევები აქვს”: 5 ივლისს დაშავებული ოპერატორი ილია თვალიაშვილი კვლავ კლინიკაში გადაიყვანეს

132
ილია თვალიაშვილი

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორი, ილია თვალიაშვილი, რომელიც 5 ივლისს განვითარებული მოვლენების დროს დაშავდა და რომელსაც დაზიანება თვალებზე ჰქონდა, კვლავ კლინიკაში დააბრუნეს.

ინფორმაციის გადასამოწმებლად “ფორტუნა” პირველი არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსს ეკა შონიას დაუკავშირდა, რომელმაც გვითხრა, რომ თვალიაშვილს თავი სტკივა, აქვს თავბრუსხვევები და გამოკვლევაზე მისული, კლინიკაში დატოვეს. შონიას თქმით, 5 ივლისს დაშავებულს გამოკვლევები დღეს ჩაუტარდება:

“დეტალები არ ვიცი, გიდასტურებთ ნამდვილად, რომ გამოკვლევაზე თვალზე წავიყვანეთ და, პრინციპში, თვალზე წესრიგი აქვს და თავის ტკივილები არ მოეწონათ, თავი სტკივა საშინლად და თავბრუსხვევები აქვს და ამიტომ დატოვეს დღეს და უკეთებენ გამოკვლევას. მეტი არაფერი არ ვიცით.” – გვითხრა შონიამ.

“ფორტუნას” კითხვაზე, როგორი იყო ილია თვალიასვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კლინიკიდან გაწერის შემდეგ, ეკა შონია ამბობს, რომ ის კლინიკიდან რამდენიმე დღის წინ გამოწერეს და თავს ნორმალურად გრძნობდა:

“რამდენიმე დღის წინ გამოწერეს და ნორმალურად იყო, სახლში იყო. უბრალოდ თავის ტკივილები რადგან გაუგრძელდა, ამიტომ წაიყვანეს და უკეთებენ გამოკვლევებს, რომ თავი დავიზღვიოთ.

მანამდე თვალების ტრავმით იყო მოთავსებული კლინიკაში, ახლა კი თავის ტკივილები დაეწყო და ამიტომ წაიყვანეს უკან.” – გვითხრა საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა.

დამატებით დეტალებზე, როდის დატოვებს თვალიაშვილი კლინიკას და როდის იქნება ცნობილი გამოკვლევის პასუხები, ამ ეტაპზე უცნობია.

შეგახსენებთ, ილია თვალიაშვილი არის მედიასაშუალებების წარმომადგენლებიდან ერთ-ერთი, რომელმაც 5 ივლისს თავდასხმების დროს დაზიანება მიიღო.

magti 5g