„უცხოელი გავლენის აგენტების” შესახებ კანონპროექტს საპარლამენტო უმრავლესობიდან 76-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
სწორედ ამ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ, მომიტინგეების დასაშლელად უწყებამ არაერთხელ წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
გუშინვე გავრცელდა საპარლამენტო უმრავლესობის 76-წევრიანი სია, რომლებმაც მხარი დაუჭირეს „უცხოელი გავლენის აგენტების” შესახებ კანონპროექტს, მათ შორის არის „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ალუდა ღუდუშაური.
ე.წ. გავლენის აგენტების კანონპროექტის მხარდაჭერის ფონზე, რატომ ირჩევენ „ოცნების“ დეპუტატები შვილების მომავლისთვის ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს? – საკითხზე „ნეტგაზეთმა“ მოამზადა სტატია, რომლის თანახმადაც, „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ალუდა ღუდუშაურის ორივე შვილი აშშ-ში დაიბადა. კერძოდ, 2015 წელს ღუდუშაურის ჯერ ერთი შვილი დაიბადა ნიუ-იორკში, 2017 წელს კი – მეორე, ისევ ნიუ-იორკში.აშშ-ის კანონმდებლობით, ამერიკაში დაბადებულ ადამიანს, ავტომატურად ენიჭება აშშ-ის მოქალაქის სტატუსი. ეს იმას ნიშნავს, რომ ღუდუშაურის შვილებიც დაბადებით ამერიკის მოქალაქეები არიან.
„დემოკრატიის უკუსვლა, ცენზურა და ევროინტეგრაციის შეფერხება“ – რა შედეგი შეიძლება გამოიღოს „გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის დამტკიცებამ
რა მიზანს ემსახურება საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი.
ღუდუშაურის ბიოგრაფიული მონაცემებზე დაყრდნობით „ნეტგაზეთი“ წერს, რომ ის მოცემულ პერიოდში აშშ-ში არც საქმიანობდა და არც სასწავლებლად იყო წასული. 2014-2020 წლებში ღუდუშაური შპს „კიკის“ იურისტად მუშაობს, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი, რუსეთის მოქალაქეა. ასევე იყო საქართველოში დაფუძნებული კიდევ ერთი კომპანიის – „ჯეო კონსალტინგის“ დირექტორი.
„ალუდა ღუდუშაურმაც მოაწერა რუსულ კანონს ხელი.
ამ პარლამენტარმა თავისი ცოლი ორჯერ სამშობიაროდ წაიყვანა ამერიკაში და მისი ორივე შვილი ამერიკის მოქალაქეა.
ამას უნდა, რომ ჩემმა შვილმა რუსეთის მონობაში იცხოვროს და მისმა შვილებმა მიიღონ ყველა ის პრივილეგია, რასაც მათ დემოკრატიული, თავისუფალი ამერიკის მოქალაქეობა მისცემს.
იმედია, ამერიკის ვიზებს მაინც გაუუქმებენ ამ 76 რუსეთუმეს და ღუდუშაურის შვილებმა კი იარონ ამერიკაში, ნახონ თავისუფალი
სამყარო, ღმერთმა გაუმარჯოს თავიანთ გზაზე, ოღონდ პუტინისტი მამის გარეშე.
ალუდა ღუდუშაურმაც მოაწერა რუსულ კანონს ხელი.
ამ პარლამენტარმა თავისი ცოლი ორჯერ სამშობიაროდ წაიყვანა ამერიკაში და მისი…
Posted by Tazo Kupreishvili on სამშაბათი, 07 მარტი, 2023
ფოტო დავამატე, სახეზეც რომ კარგად დავიმახსოვროთ“, – წერს „ნეტგაზეთის“ რედაქტორი, თაზო კუპრეიშვილი.