LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თავისუფალი არჩევნები უნდა ჩატარდეს, თუ არადა ამ ქვეყანას მომავალი არ აქვს”

116
დათო

რა გეგმა აქვს ოპოზიციას, რომელმაც უკვე ოფიციალურად მოაწერა დოკუმენტს ხელი, რომ პარლამენტში არ შევა – ახლა ეს არის მთავარი კითხვა. არჩევნების შედეგებსა და პარტიების სამოქმედო გეგმაზე “დღის თემაში” “ევროპული საქართველოს” ლიდერმა დავით ბაქრაძემ ისაუბრა.

– ბოლო ფაქტით დავიწყოთ, ცოტა ხნის წინ მამუკა მდინარაძემ ფაქტობრივად აღიარა, რომ ათეულობით ოქმში არის შეცდომა, რასაც მან მექანიკური შეცდომა უწოდა , ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ოცნება დათმობაზე მოდის

– ის, რაც მოვისმინეთ დღეს “ქართული ოცნების” მხრიან, ეს არის ძალიან თვალსაჩინო ფაქტის აღიარება, რასაც ვერ გაექცევიან, ოქმები ატვირთულია საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე, სოციალურ ქსელში ტრიალებს, რომლებიც იმ დონეზე არაკვალიფიციურადაა გადაკეთებული, დარღვეულია ბალანსები, ხელით გადაკეთებულია ციფრები, ოჯახის წევრები რომ აძლევდნენ ხმას, იქ ნული ხმა მიიღეს – ასე შევარდნაძის დროსაც კი არ ხდებოდა.

ჩვენ არ ვიცით, რამდენია კვალიფიციურად გადაკეთებული ოქმი, არ ვიცით, რამდენია იქ დაშინების, ფულით მოსყიდვის შედეგი. იქ რაზეც არის საუბარი, ოქმების 8%, რაც დღეს აღიარეს, ეს არის აისბერგის წვერი.

ჩვენ იმას კი არ ვაპროტესტებთ, რატომ მიიღო “ევროპულმა საქართველომ” ამდენი პროცენტი და არა იმდენი, ჩვენ დღეს მივიღეთ სისტემური გაყალბების მანქანა და თუ ეს მანქანა დავტოვეთ, ყველა მომდევნო არჩევნები გაყალბდება. ეს მანქანა უნდა დაინგრეს , რომ თავისუფალი არჩევნები ჩატარდეს. თუ არადა ამ ქვეყანას მომავალი არ აქვს.

– თუ დაინახეთ, რომ ოქმების გასწროების შემდეგ, სხვა პროცენტები დაჯდა და ოცნების შედეგი შემციდა, მაინც არ შეხვალთ პარლამენტში, მაინც მხოლოდ არჩევნების ხელახლა ჩატარებას მოითხოვთ ?

– ჩვენი პოზიცია ყოველთვის იყო ასეთი, რომ ვყოფილიყავით პარლამენტში და იქიდან გვემუშავა. მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი საზღვარი. როცა ოქმების გადაკეთებაზეა ლაპარაკი, საუბარია არაკვალიფიციურად გაყალბებულ ოქმებზე. მაგრამ რამდენია კვალიფიციურად რომ დასვეს ბალანსი – ასეთი ოქმები. მაშინ ყველა უბანი უნდა გახსნა და გადათვალონ. 

– ყველა უბანზე არ წამოვლენ, მაგრამ ნაწილზე რომ წამოვიდეს და ოცნებას უფრო დაბალი შედეგი ჰქონდეს…

– არა, ჩვენ პროცენტებისთვის არ ვიბრძვით, მე პარლამენტში 16 წელია ვარ, ძალიან მტკივნეული იყო ეს გადაწყვეტილება, მაგრამ ამ ქვეყნის მომავალი უფრო ღირებულია. ანუ რაოდენობას, პროცენტებს კი არ ვითვლით, არჩევნები ხალხის ნებას უნდა ასახავდეს. ხელისუფლებამ, კრიმინალმა, ერთად გააკეთეს, რომ გაყალბებულიყო. ვერ წამოვიდგენდით,. რომ 2020 წელს 1990 წელში დავრუნდებოდით.

– ანუ მთავარი მოთხოვნა რჩება, რომ ხელახლა ჩატარდეს არჩევნები ?

– კი, ეს არის მთავარი მოთხოვნა. მოიგებს ოცნება ნორმალურ არჩევნებს ? მე პირველი ვაღიარებ. ახლა დანაშაული იქნება ჩემგან, რომ ჩემი დეპუტატების გამო თვალი დავხუჭო იმაზე, რომ დღეს არჩევნები წაგვართვეს. არჩევნები არის გზა, რომლითაც ხალხი გამოხატავს უკმაყოფილებას და მშვიდობიანად იცვლება ხელისუფლება. თუ ხალხში დავამკვიდრებთ განცდას, რომ ამით არაფერი იცვლება, მერე ადამიანი ერთხელ, ორჯერ მოგითმენს და მერე გამწარებული ადამიანი გამოვა თოფით ხელში და მე აღარ მინდა ჩემს ქვეყანაში, არც თოფი, არც აქცია, არც რევოლუცია, მინდა, რომ მშვიდად მიდიოდნენ საარჩევნო ყუთთან, ამის უფლებას გვართმევს დღეს ქართული ოცნება”, – აცხადებს დავით ბაქრაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g