გამარჯვების შემთხვევაში, “თავისუფალი დემოკრატების” პრემიერმინისტრობის კანდიდატი ირაკლი ალასანია იქნება, ამის შესახებ რადიო “ფორტუნას” გადაცემა “რაკურსში” სტუმრობისას, პარტიის გენერალურმა მდივანმა, ალექსი პეტრიაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე “თავისუფალ დემოკრატებს” გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს.
რაც ეხება პარლამენტის თავმჯდომარის კანდიდატურას, როგორც ალექსი პეტრიაშვილმა განმარტა, მისი აზრით, ამ თანამდებობაზე საუკეთესო კანდიდატი ნინო გოგუაძე იქნება. პარტიის გენერალური მდივნის განცხადებით, ამ საკითხზე ჯერ არ უმსჯელიათ, თუმცა პეტრიაშვილი დარწმუნებულია, რომ “თავისუფალი დემოკრატების” ყველა წევრი ნინო გუგაძეს მხარს ერთხმად დაუჭერს.
ალექსი პეტრიაშვილმა, გადაცემა “რაკურსში”, “თავისუფალი დემოკრატების” საარჩევნო პროგრამის ძირითად მიმართულებებსა და პრიორიტეტებზე ისაუბრა.