LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თავისუფლება მთებშია – ახალგაზრდა ქართული ოჯახი 2 მცირეწლოვანი ბავშვით ქალაქიდან სოფელში დაბრუნდა (ვიდეო)

2120
dd

ზედგინიძეების ახალგაზრდა ოჯახი, ორი მცირეწლოვანი შვილით, მამაპაპისეულ სახლს დაუბრუნდა. ოჯახი საცხოვრებლად ახალციხის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფელ- ტატანისში გადავიდა.

დათო  ზედგინიძე სახლს საკუთარი ხელით არემონტებს, ოჯახის სურვილია საქონელიც იყოლიოს და სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებიც აწარმოოს.

ახალგაზრდებს იმედი აქვთ, რომ მათი მაგალითი გადამდები იქნება და სოფელს სხვა ახალგაზრდა წყვილებიც დაუბრუნდებიან.

ინფორმაციასა და ვიდეორგოლს ახალგაზრდა წყვილის შესახებ საქართველოს  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

<
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები