„ბათუმელების“და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, ქალებმა საპროტესტო პერფორმანსი გამართეს.
პროტესტის მონაწილეებმა, 3 წუთით, სამანქანო მოძრაობით დატვირთულ გზაზე ღერძულა ხაზი დაიკავეს. აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ პლაკატი, წარწერით – „თავისუფლება მზია ამაღლობელს“.
ექიმები ხელისუფლებას აფრთხილებენ: „თუკი ორგანული ცვლილებები წავიდა, პროცესები შეუქცევად ხასიათს მიიღებს…“ – „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლი, მზია ამაღლობელი 20 დღეა შიმშილობს
„კლინიკების ასოციაციის“ დამფუძნებლის ვილი პაჭკორიას განცხადებით, შიმშილობას თან ერთვის მრავალი ორგანოს ფუნქციის მოშლა.
ცნობისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლომ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე, ნინო სახელაშვილმა მიიღო. ამაღლობელი დაკავების დღიდან შიმშილობს. დღეს მისი შიმშილობის მე-20 დღეა.