თავისუფლების მოედანზე ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. სახანძრო სამაშველო სამსახურის ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველები, რომლებსაც აღნიშნული ტერიტორია გადაკეტილი ჰქონდათ, ვინაიდან არსებობდა მანქანის აფეთქების საშიშროება.
ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. ცეცხლი სავარაუდოდ, ძრავს გაუჩნდა.
ფოტო: 1tv