LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თავს დამესხა ჯოხით, რომელიც თავში მირტყა, გინებით და შეურაცხყოფებით“ – მა­რი­ამ სი­ჭი­ნა­ვა

170
მარიამ სიჭინავა

პარ­ტია „დრო­ას“ წევ­რს მა­რი­ამ სი­ჭი­ნა­ვას თავს და­ესხნენ. ამის შესახებ სიჭინავა „ფეისბუქში“ თავად წერს. მისი თქმით შემ­თხვე­ვა მა­შინ მოხ­და, როდესაც შვილ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და:

„დღეს ჩემს შვილთან ერთად მოვედი სტუმრად მეგობართან ( გამსახურდიას ქუჩაზე) და თავს დამესხა Tamaz Wurwumia , ჯოხით, რომელიც თავში მირტყა, გინებით და შეურაცხყოფებით. სამწუხაროდ ტელეფონი მქონდა დამჯდარი და ვერ გადავიღე.
მედიებს ვთხოვ, არ ვაპირებ ეს ახ**ები ვაპიარო და ამ თემაზე არ დამირეკონ.
არავის, აბსოლუტურად არავის, არ შეგრჩებათ ეს სიგიჟე“- წერს სიჭინავა.

დღეს ჩემს შვილთან ერთად მოვედი სტუმრად მეგობართან ( გამსახურდიას ქუჩაზე) და თავს დამესხა Tamaz Wurwumia , ჯოხით,…

Posted by Mariam Sitchinava on კვირა, 02 ივნისი, 2024

განცხადებას ავრცელებს პარ­ტია „დრო­აც“. როგორც პარტიის „ფეისბუქზე“ ვკითხულობთ, ხელკეტით შეიარაღებულმა ერთ-ერთმა მოძალადემ მა­რი­ამ სი­ჭი­ნა­ვას შვილის თვალწინ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა:

„დღეს, 2 ივნისს, “ქართული ოცნების” დაქირავებული მოძალადეები ზუგდიდში თავს დაესხნენ პარტია “დროას” წევრს, მარიამ სიჭინავას, რომელიც მცირეწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა.
როგორც მარიამი ამბობს, ხელკეტით შეიარაღებულმა ერთ-ერთმა მოძალადემ მას შვილის თვალწინ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

მარიამი წლებია პოლიტიკურად აქტიური მოქალაქე და აქტივისტია, რომელიც ვერანაირმა ჯარიმამ, დაკავებამ თუ დაშინებამ ვერ გააჩერა.
ვერც ახლა გააჩერებთ! ყველა მოძალადის სახელი და გვარი ვიცით. თითოეული თქვენგანი მკაცრად აგებს პასუხს ქვეყნის ღალატისთვის!
არა რუსულ რეჟიმს!“- ნათქვამია პარ­ტიის განცხადებაში.

❗️დღეს, 2 ივნისს, “ქართული ოცნების” დაქირავებული მოძალადეები ზუგდიდში თავს დაესხნენ პარტია “დროას” წევრს, მარიამ…

Posted by Droa • დროა on კვირა, 02 ივნისი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები