LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თავს თუ შეიკავებენ ხოლმე, ძალიან კარგი იქნება: ელისაშვილი “ღირსების მარშზე”

50
1

5 ივლისს, “თბილის პრაიდი” ღირსების მარშს გამართავს. კვირეულის დაწყებამდე კი “პრაიდს” სხვადასხვა პოლიტიკოსი სხვადასხვა შეფასებით ეხმიანება.

დღეს “მოქალაქეების” ლდიერმა ალეკო ელისაშვილმა თქვა, რომ ვერ ხვდება, რატომ მართავენ პრაიდს, რომელსაც სიძულვილისა და ზიზღის ტალღის აგორების გარდა, სხვა შედეგი არ აქვს:

“რატომ მართავენ ამ პრაიდს, რომელსაც სიძულვილის, ზიზღის ტალღის აგორების გარდა, პრორუსული ძალების გამოცოცხლების გარდა, არაფერი შედეგი არ აქვს, ამას ვერ ვხვდები, უბრალოდ.” – თქვა ელისაშვილმა.

კითხვაზე, უნდა გაიმართოს თუ არა ღირსების მარში, ალეკო ელისაშვილი პასუხობს, რომ ძალიან კარგი იქნება, თუ თავს შეიკავებენ:

“იცით რა? თავს თუ შეიკავებენ ხოლმე, ძალიან კარგი იქნება.” – თქვა ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, 5 ივლისს, “თბილისი პრაიდი”, სლოგანით – “გამოდი სოლიდარობისთვის, რუსთაველის გამზირზე “ღირსების მარშს” გამართავს.

“ღირსების მარშის” ორგანიზატორები მთავარ გზავნილზე საუბრობენ და ამბობენ, რომ მათ სჭირდებათ საკუთარ პრობლემებზე ხმამაღლა ისაუბრონ და საზოგადოებას და სახელმწიფოს საკუთარი ხმა გააგონონ.

magti 5g