“მუშაობა მიდის ახლა ინტენსიურად და მოლაპარაკებები, რომ ფრაქცია არ დაიშალოს. სამწუხაროდ, ბადრი ჯაფარიძისთვის მანდატის მოხსნას მოჰყვება პარტიისთვის დაფინანსების შეწყვეტა, საარჩევნო ადმინისტრაციაში ადგილების დაკარგვა,”-ამის შესახებ პარტია “ლელოს” წევრმა თაზო დათუნაშვილმა რადიო “ფორტუნას” ეთერში გადაცემაში “დღის თემა” განაცხადა, რა დროსაც მან ბადრი ჯაფარიძისთვის მანდატის შეწყვეტის შესახებ ისაუბრა.
როგორ დათუნაშვილმა აღნიშნა, ჯაფარიძისთვის მანდატის მოხსნა არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება.
“მუშაობა მიდის ახლა ინტენსიურად და მოლაპარაკებები, რომ ფრაქცია არ დაიშალოს.
სამწუხაროდ, ბადრი ჯაფარიძისთვის მანდატის მოხსნას მოჰყვება პარტიისთვის დაფინანსების შეწყვეტა, საარჩევნო ადმინისტრაციაში ადგილების დაკარგვა.
სწორედ ამიტომ ვთქვი, რომ ეს არის თავიდან ბოლომდე პოლიტიკური დევნა.
ერთი გასროლით მათ პარტია „ლელოს“ კუთხეში მომწყვდევა დაისახეს მიზნად.
მაგრამ, ცალსახად მინდა გითხრათ და მინდა მსმენელმაც გაიგოს, რომ როგორც ყველა სხვა ბრძოლაში აქამდე გამოვედით გამარჯვებულები, ამ ბრძოლიდანაც, დევნიდან, იმ უკანონო სასამართლო პროცესიდან, ყველა სხვა პოლიტიკური დევნიდან, რომელიც ჩვენი პარტიის მხრივ ხორციელდება ამ 2 წლის განმავლობაში, აი ამ ბრძოლიდანაც გამოვალთ გამარჯვებულები,”-აღნიშნა თაზო დათუნაშვილმა.