LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისელებს თავს ლაფი დაგვასხეს, არავის ეგონოს, თბილისი ამას მოითმენს – ზაალ უდუმაშვილი

121

“იმ დღეს თბილისელებს თავს ლაფი დაგვასხეს, მაგრამ არავის ეგონოს, თბილისი ამას მოითმენს და უკანონობას შეეგუება,” – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თბილისის მერობის კანდიდატმა, ზაალ უდუმაშვილმა, მერიის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე განაცხადა, სადაც თაბორის მთაზე და პუშკინის სკვერის მიმდებარედ არსებულ მიწებთან დაკავშირებით საკრებულოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ .

“ესენი არიან მონები, რომლებიც 5 წელია, ასე მონურად ემორჩილებიან თავის ბატონს. საკრებულოში ჩვენი მთავარი მოთხოვნა დღის წესრიგიდან საკითხის ამოღება იყო, ვერ გაუბედეს ბატონს, რომ რამდენიმე დღით მაინც გადაედოთ საკითხის განხილვა.

“ბიძინა ივანიშვილს სურს, მხოლოდ ლარი გადაიხადოს თბილისის ცენტრში არსებულ ქონებაში და ისე უნდა ისტორიული ტერიტორიის მითვისება, ამ ყველაფერს უსრულებენ,” – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

magti 5g